Microsoft Gold Partner

SYNTAX

SOLUTION

THAT YOU FOUND

Manage Engine Partner

SYNTAX

Bringing IT together

Microsoft Cloud Solution Provider

SYNTAX

გადაწყვეტილებები

აი ტი ინფრასტრუქტურა
სინტაქსი გთავაზობთ კომპლექსურ, ეფექტურ გადაწყვეტილებებს და მომსახურებას, რომლის მიზანია კომპანიის IT ინფრასტრუქტურის მოწყობა ბიზნესის სტრატეგიის და მოთხოვნების შესაბამისად.

ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების, როგორიცაა მაიკროსოფტი (Microsoft), დელი (Dell), ეიჩ პი (HP), ვიემ ვეარი (VMWare) ტექნოლოგიებს.
more
აქტივების მართვა
 IT ინფრასტრუქტურის მართვა ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის საკვანძო საკითხია. გადაწყვეტილების მართვის სისტემების დახმარებით ხდება IT ინვენტარის სრული საარსებო ციკლის დოკუმენტირება. საერთაშორისო სტანდარტების და სუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, სინტაქსი გთავაზობთ მოძრავი ინვენტარის აღრიცხვის და პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების მართვის გადაწყვეტილებებს.
more
კოლაბორაცია
ბიზნეს კლასის ელ–ფოსტა, კალენდარი და კონტაქტები ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ მოწყობილობაზე. თქვენი კომუნიკაცია უსაფრთხოა და დაცული. გამართეთ მაღალი ხარისხის ვიდეო კონფერენციები, შეხვედრები და იმუშავეთ გუნდურად საერთო სივრცეში.
more
სერვისის მართვა
აი ტი დეპარტამენტისთვის მნიშვნელოვანია ყველა შემოსულ საკითხზე დროული რეაგირება და სერვისის დონის შენარჩუნება (SLA).

იმისათვის, რათა პროცესები წარმართოთ საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად (ITIL), სინტაქსი გთავაზობთ სერვის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას Manage Engine HelpDesk by Zoho.
more
პრინტინგი
ჩვენ გთავაზობთ პრინტინგის, კოპირებისა და სკანირების მართვის ტექნოლოგიებს, რისი მეშვეობითაც მსხვილ, საშუალო და მცირე კომპანიებს საშუალება აქვთ შექმნან და განავითარონ ძლიერი ბიზნესი ნაკლები დანახარჯით. ასევე ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს თქვენი დოკუმენტების მაღალი დონის უსაფრთხოებას და მუშაობის პროდუქტიულობის ზრდას.
more
კონფერენციები
ვიდეო კონფერენციები, ეს არის ადამიანების ცოცხალი კავშირი დედამიწის სხვადასხვა ადგილიდან, კომუნიკაციის მიზნით. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს სრულყოფილ ვიდეო და აუდიო კავშირს, ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შორის. ვიდეკონფერენციის გამართულად წარმართვისათვის სინტაქსი გთავაზობთ ორ გადაწყვეტილებას Adobe და Polycom-ზე დაყრდნობით.
more
ქსელი
ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია სწორი აიტი ქსელის ინფრასტრუქტურის შექმნა. ქსელი წარმოადგენს ბიზნესის აიტი გარემოს საფუძველს. ძლიერი საფუძვლის ქონა ნიშნავს საიმედო კავშირებსა და ნაკლებ ტექნიკურ-საორგანიზაციო ხარვეზებს, რაც ხდის ბიზნეს ოპერაციებს გაცილებით ეფექტურს. სინტაქსის დახმარებით თქვენ საიმედოდ შექმნით და მართავთ სადენიან და უსადენო ქსელს.
more
პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება
სინტაქსის მიერ, როგორც სახელმწიფო, ასევე კომერციულ სექტორში, არის შექმნილი და ინტეგრირებული არაერთი პროგრამული უზრუნველყოფა. გამოცდილ შემქმნელთა გუნდს შეუძლია განახორციელოს Microsoft Dynamic ERP პროდუქტები, Axapta. ჩვენ შევიმუშავეთ ნებართვის გაცემისა და დოკუმენტების მართვის სისტემა, ასევე მოქალაქეთა ერთიანი პორტალი.
more

აქტივების მართვა

მოძრავი ინვენტარის მართვა RFID ტექნოლოგიის გამოყენებით
RFID, ანუ რადიო სიხშირის იდენტიფიკატორი, არის პატარა ზომის ელექტრონული მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია პატარა ჩიპი და ანტენა. სინტაქსი გთავაზობთ ინვენტარის მართვის გადაწყვეტილებას ელექტრონული RFID თაგების გამოყენებით. ორგანიზაციებს, რომელთაც გააჩნიათ დიდი რაოდენობის მოძრავი ინვენტარი, იციან რა რთულია ინვენტარის გადაადგილების კონტროლი. სპეციალური RFID სტიკერების გამოყენებით თქვენ შეძლებთ რეალურ დროში მართოთ ინვენტარის შესვლა – გასვლის პროცესი. RFID წამკითხველები ყენდება  შესასვლელებში და გასასვლელებში. წამკითხველები აღიქვამენ რადიო სიგნალს და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით აცნობენ სისტემას, როცა ინვენტარი ტოვებს კონტროლირებად სივრცეს.  

სისტემის უპირატესობანი:

▶ მდებარეობის დადგენა – ინვენტარის ადგილმდებარეობის სწრაფი დადგენა რეალურ რეჟიმში
▶ რესურსების დაზოგვა – ინვენტარის აღრიცხვაზე ადამიანური რესურსის და დროის დაზოგვა
▶ გაზრდილი პროდუქტიულობა – ინვენტარის ოპტიმალური გამოყენება
▶ ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე – რეალური ინფორმაცია არსებული ინვენტარის შესახებ
▶ კონტროლი – ინვენტარის კონტროლი და პრევენცია დანაკარგისაგან

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ან დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტები მალე დაგიკავშირდებიან.


პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების მართვა (SAM)
პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების მართვა აუცილებელია ყველა კომპანიისათვის, რომელიც აკონტროლებს დანახარჯებს და სურს ეფექტურად გამოიყენოს არსებული აქტივები. SAM-ის საშუალებით თქვენ ფლობთ ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ მოხმარებული პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, აკონტროლებთ უსაფრთხოებას და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონთან შესაბამისობას. პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების მართვის პროცესი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.  

სწორი ტექნოლოგიების გამოყენებით თქვენ შეძლებთ:

▶ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დანახარჯების ოპტიმიზაციას – სწორი ლიცენზირება დანახარჯების ოპტიმიზაციის საწინდარია.
▶ დანახარჯების და შესყიდვების დაგეგმარებას
▶ აი ტი ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას