სამკვირიანი, ინტენსიური კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს ServiceDesk Plus-ის ფუნქციონალი, მისი გამოყენება და მართვა.
ტრენინგს უძღვებოდა: მარიამ ჭლიკაძე – კომპანია სინტაქსის IT პროექტების გუნდის ხელმძღვანელი, ManageEngine ServiceDesk Plus დანერგვის სერტიფიცირებული ექსპერტი.
გუნდის სახელით, გვინდა წარმატება ვუსურვოთ თითოეულ მონაწილეს!
კომპანია სინტაქსმა, ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში სოციალურ ქსელში აუდიტორიას გაუზიარა ინფორმაცია და გააცნო ქალები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს და გავლენა მოახდინეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.
ადა ლავლეისი
ადა ლავლეისი – ცნობილი, როგორც პირველი კომპიუტერული პროგრამისტი ისტორიაში, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნეში შექმნა პირველი „ანალიტიკური ძრავა“, რაც წარმოადგენდა მექანიკურ, ზოგადი დანიშნულების კომპიუტერს.
ანალიტიკური ძრავის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ასპექტი იყო მისი დაპროგრამების უნარი სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად. ასევე, მისი საშუალებით შესაძლებელი იყო არა მხოლოდ სხვადასხვა არითმეტიკული მოქმედებების შესრულება (მათ შორის შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა და ა.შ.), არამედ ნებისმიერი სიმბოლური ინფორმაციის დამუშავება და ლოგიკური ოპერაციების შესრულება, რაც თავისთავად ასახავს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების კონცეფციას.
ადა ლავლეისის მუშაობამ ანალიტიკურ ძრავზე, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე კომპიუტერულ მეცნიერებას და მოიპოვა მისი აღიარება, როგორც მსოფლიოში პირველი კომპიუტერული პროგრამისტი.
გრეის ჰოპერი
გრეის ჰოპერი – ცნობილი როგორც, კომპიუტერული პროგრამირების პიონერი და შეერთებული შტატების საზღვაო ძალების კონტრ-ადმირალი.
მან, UNIVAC I-ზე მუშაობისას, რომელიც წარმოადგენდა პირველ კომერციულ ელექტრონულ კომპიუტერს, წამოიწყო ავტომატური პროგრამირების იდეა და გამოიკვლია ახალი გზები კოდირებისთვის.
1952 წელს, გამოიგონა პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი – სახელწოდებით A-0, რამაც შემდგომში განაპირობა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და ფართოდ გამოყენებული, მაღალი დონის პროგრამირების ენის – COBOL-ის (Common Business Oriented Language) განვითარება, რომელიც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისა და ადმინისტრაციული გამოთვლებისთვის.
ჰოპერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე პროგრამირების ენების დანერგვასა და მისი დიზაინის შემუშავებაში.
მარგარეტ ჰამილტონი
მარგარეტ ჰამილტონი – კომპიუტერული მეცნიერი და სისტემების ინჟინერი, რომელმაც შეიმუშავა საბორტო ფრენის პროგრამული უზრუნველყოფა, NASA-ს კოსმოსური ხომალდის APOLLO-ს მისიებისთვის, რის შედეგადაც, 1969 წელს, პირველად შეძლეს ადამიანების მთვარეზე დაშვება.
მარგარეტის პროგრამულმა უზრუნველყოფამ, რომელიც მან შეიმუშავა NASA-ს Apollo მისიების დროს, გადამწყვეტი როლი ითამაშა ამოცანების მართვასა და მათ პრიორიტეტიზირებაში. მისი მიზანი იყო, სისტემაზე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ შეტყობინება და ინფორმაციის აღდგენა, იმისათვის, რომ არ მომხდარიყო მთვარეზე დაშვების შეწყვეტა. მისიის კონტროლერების სწრაფმა მოქმედებებმა, ასტრონავტებს როგორიცაა, ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი, მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაშვების შესაძლებლობა მისცა.
აპოლოს მისიები, მათ შორის ისტორიული აპოლო 11-ის დაშვება, ითვლება მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად.
რადია პერლმანი
რადია პერლმანი – ცნობილია, როგორც კომპიუტერული მეცნიერი და “ინტერნეტის დედა”, რომელმაც გამოიგონა STP (Spanning Tree Protocol), რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქსელის ოპტიმიზაციის შემუშავებასა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. STP-ის საშუალებით, აღარ არსებობს შანსი იმისა, რომ მოხდეს Switching Loop, რომელიც გამოიწვევს ქსელის გადატვირთვას და სრულიად გაჩერებას.
STP-ის გარდა, პერლმანმა წვლილი შეიტანა სხვადასხვა ქსელის პროტოკოლებისა და ალგორითმების, მათ შორის TRILL-ის (Transparent Interconnection of Lots of Links) შექმნაში, რომელიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს Ethernet ქსელების ეფექტურობა, რისკების გარეშე. მისმა მუშაობამ დიდი გავლენა მოახდინა კომპიუტერული ქსელების დიზაინსა და ფუნქციონირებაზე.
მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და აღიარება კომპიუტერულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის.