სინტაქსისა და Zoho კორპორაციის შვილობილი კომპანია – ManageEngine-ს ორგანიზებით, თბილისსა და ბათუმში ჩატარდა კონფერენცია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც ფარავდა კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს აიტის სექტორისთვის.
კონფერენციაზე განვიხილეთ სწორედ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორებიცაა PAM360, LOG360, AD360, Endpoint Central და ა.შ. რომლებიც თავის მხრივ პასუხობს უსაფრთხოების მიმართულებით სხვადასხვა სახის გამოწვევებს.
აღნიშნული გადაწყვეტილებები დაეხმარება ორგანიზაციებს, რომ შემდგომში მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს მათი გარემო.
სინტაქსისა და ManageEngine-ს გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს დასწრებისთვის!