IT in Reality კურსი II ნაკადის სტუდენტებისთვის წარმატებით ჩატარდა

კომპანია სინტაქსისა და სინტაქს აკადემიის ინიციატივით, IT სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს მიეცათ კიდევ ერთი შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ მიეღოთ ცოდნა და გადაედგათ პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიური სფეროს მიმართულებით.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული სავარჯიშოების კომბინაციით დააგროვეს გამოცდილება როგორც Software ისე Hardware მიმართლებით. მოვიცავით ისეთი საკითხები, როგორებიცაა: CompTia A+, ITIL-ის ზოგადი პრინციპები, ITIL-ის პრაქტიკები (სერვის დესკი- SPOC; პრობლემების მენეჯმენტი; ცვლილებების მენეჯმენტი; პროექტ მენეჯმენტი) და ასევე სერვისის გაწევის სხვადასხვა სპეციფიკა IT სფეროში.

კურსს სინტაქს აკადემიის კვალიფიციური ტრენერები – დიმიტრი ერემიანი, მარიამ ჭლიკაძე და ელენე ბენდელიანი უძღვებოდნენ.

გუნდის სახელით, წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ სტუდენტს!

ManageEngine Endpoint Central Workshop Georgia 2024 – წარმატებით ჩატარდა

17 ოქტომბერს, კომპანია სინტაქსისა და ManageEngine-ს ორგანიზებით, წარმატებით ჩატარდა Endpoint Central-ის ვორქშოპი საქართველოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კომპანია სინტაქსის არსებულმა მომხმარებლებმა, სხვადასხვა ორგანიზაციიდან.

ღონისძიებას უძღვებოდა Arul Aram, კომპანია ManageEngine-ს პროდუქტის Endpoint Central-ის ტექნიკური ექაუნთ მენეჯერი, რომელმაც დეტალურად განიხილა პროდუქტის ფუნქციონალი, მისი უპირატესობები და ასევე ავტომატიზაციის შესაძლებლობები, თითოეული მოდულის ფარგლებში.

ვორქშოპზე დეტალურად იყო განხილული შემდეგი საკითხები:

  • Patching with Vulnerability and Remediation;
  • Distribute Software and Filter Apps;
  • OS Imaging and Deployment;
  • IT Asset Management and Device Security;
  • Mobile Device Management;
  • Remote Control and Troubleshooting;
  • Unified Endpoint Security;
  • Breach protection and remediation.

გარდა ზემოთჩამოთვლილი საკითხებისა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების ახალ ედონებზე, რაც აქტუალურია მინდინარე პერიოდში. 

ვორქშოპის განმავლობაში, მონაწილეებმა შეასრულეს როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული დავალება, მოსმენილი ინფორმაციის საფუძველზე.

კომპანია სინტაქსისა და ManageEngine-ს სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ დამსწრეს, დაფასებისთვისა და აქტიური ჩართულობისათვის.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.