სამკვირიანი, ინტენსიური კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს ServiceDesk Plus-ის ფუნქციონალი, მისი გამოყენება და მართვა.
ტრენინგს უძღვებოდა: მარიამ ჭლიკაძე – კომპანია სინტაქსის IT პროექტების გუნდის ხელმძღვანელი, ManageEngine ServiceDesk Plus დანერგვის სერტიფიცირებული ექსპერტი.
გუნდის სახელით, გვინდა წარმატება ვუსურვოთ თითოეულ მონაწილეს!
კომპანია სინტაქსმა, ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში სოციალურ ქსელში აუდიტორიას გაუზიარა ინფორმაცია და გააცნო ქალები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს და გავლენა მოახდინეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.
ადა ლავლეისი
ადა ლავლეისი – ცნობილი, როგორც პირველი კომპიუტერული პროგრამისტი ისტორიაში, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნეში შექმნა პირველი „ანალიტიკური ძრავა“, რაც წარმოადგენდა მექანიკურ, ზოგადი დანიშნულების კომპიუტერს.
ანალიტიკური ძრავის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ასპექტი იყო მისი დაპროგრამების უნარი სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად. ასევე, მისი საშუალებით შესაძლებელი იყო არა მხოლოდ სხვადასხვა არითმეტიკული მოქმედებების შესრულება (მათ შორის შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა და ა.შ.), არამედ ნებისმიერი სიმბოლური ინფორმაციის დამუშავება და ლოგიკური ოპერაციების შესრულება, რაც თავისთავად ასახავს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების კონცეფციას.
ადა ლავლეისის მუშაობამ ანალიტიკურ ძრავზე, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე კომპიუტერულ მეცნიერებას და მოიპოვა მისი აღიარება, როგორც მსოფლიოში პირველი კომპიუტერული პროგრამისტი.
გრეის ჰოპერი
გრეის ჰოპერი – ცნობილი როგორც, კომპიუტერული პროგრამირების პიონერი და შეერთებული შტატების საზღვაო ძალების კონტრ-ადმირალი.
მან, UNIVAC I-ზე მუშაობისას, რომელიც წარმოადგენდა პირველ კომერციულ ელექტრონულ კომპიუტერს, წამოიწყო ავტომატური პროგრამირების იდეა და გამოიკვლია ახალი გზები კოდირებისთვის.
1952 წელს, გამოიგონა პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი – სახელწოდებით A-0, რამაც შემდგომში განაპირობა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და ფართოდ გამოყენებული, მაღალი დონის პროგრამირების ენის – COBOL-ის (Common Business Oriented Language) განვითარება, რომელიც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისა და ადმინისტრაციული გამოთვლებისთვის.
ჰოპერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე პროგრამირების ენების დანერგვასა და მისი დიზაინის შემუშავებაში.
მარგარეტ ჰამილტონი
მარგარეტ ჰამილტონი – კომპიუტერული მეცნიერი და სისტემების ინჟინერი, რომელმაც შეიმუშავა საბორტო ფრენის პროგრამული უზრუნველყოფა, NASA-ს კოსმოსური ხომალდის APOLLO-ს მისიებისთვის, რის შედეგადაც, 1969 წელს, პირველად შეძლეს ადამიანების მთვარეზე დაშვება.
მარგარეტის პროგრამულმა უზრუნველყოფამ, რომელიც მან შეიმუშავა NASA-ს Apollo მისიების დროს, გადამწყვეტი როლი ითამაშა ამოცანების მართვასა და მათ პრიორიტეტიზირებაში. მისი მიზანი იყო, სისტემაზე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ შეტყობინება და ინფორმაციის აღდგენა, იმისათვის, რომ არ მომხდარიყო მთვარეზე დაშვების შეწყვეტა. მისიის კონტროლერების სწრაფმა მოქმედებებმა, ასტრონავტებს როგორიცაა, ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი, მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაშვების შესაძლებლობა მისცა.
აპოლოს მისიები, მათ შორის ისტორიული აპოლო 11-ის დაშვება, ითვლება მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად.
რადია პერლმანი
რადია პერლმანი – ცნობილია, როგორც კომპიუტერული მეცნიერი და “ინტერნეტის დედა”, რომელმაც გამოიგონა STP (Spanning Tree Protocol), რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქსელის ოპტიმიზაციის შემუშავებასა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. STP-ის საშუალებით, აღარ არსებობს შანსი იმისა, რომ მოხდეს Switching Loop, რომელიც გამოიწვევს ქსელის გადატვირთვას და სრულიად გაჩერებას.
STP-ის გარდა, პერლმანმა წვლილი შეიტანა სხვადასხვა ქსელის პროტოკოლებისა და ალგორითმების, მათ შორის TRILL-ის (Transparent Interconnection of Lots of Links) შექმნაში, რომელიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს Ethernet ქსელების ეფექტურობა, რისკების გარეშე. მისმა მუშაობამ დიდი გავლენა მოახდინა კომპიუტერული ქსელების დიზაინსა და ფუნქციონირებაზე.
მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და აღიარება კომპიუტერულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის.
ორკვირიანი, ინტენსიური კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ITIL 4 OVERVIEW; THE ITIL FRAMEWORK; THE ITIL GUIDING PRINCIPLES; THE ITIL SERVICE VALUE SYSTEM; KEY ITIL PRACTICES; OTHER ITIL PRACTICES და სხვა.
ტრენინგს უძღვებოდნენ: ზაზა ჯაველიძე – ITIL & ITSM ბიზნესკონსულტანტი და გიორგი ბერიძე – ITIL სერტიფიცირებული ტრენერი.
გუნდის სახელით, გვინდა წარმატება ვუსურვოთ თითოეულ მონაწილეს!
სინტაქს აკადემიაში, Power BI-ის ტრენინგი კომპანია “საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა” (GDL)-ის გუნდებისთვის წარმატებით დასრულდა.
ტრენინგი, სინტაქს აკადემიის, კაიზენ ინსტიტუტისა და FMG-ის კოლაბორაციითჩატარდა.
ორკვირიანი, ინტენსიური კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ლობალური ტრენდი – ციფრული ტრანსფორმაცია; BI და მსოფლიო ბაზარი; სატესტო Power BI ბაზის მომზადება; მონაცემთა ბაზის მუშაობის პრინციპები; DAX – Power BI-ის პროგრამირების ენა; პირველი ფორმულების შედგენა DAX-ში; ფორმულების ინტეგრირება Power BI-ის ვიზუალებში; პროგრამირება DAX-ში და მონაცემთა დამუშავება და სხვა.
ტრენინგს უძღვებოდაKaizen Institute Georgia-სა და AOTS საქართველოს თანადამფუძნებელი, TEMOS International-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, გიორგი ჯოხაძე, რომელსაც ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
გუნდის სახელით, გვინდა წარმატება ვუსურვოთ თითოეულ მონაწილეს! ✊
23-24 ოქტომბერს, კომპანია სინტაქსის თანამშრომლებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე – ,,ადამიანი მესა და პროფესიაში”.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, თითოეული თანამშრომლის საერთო კეთილდღეობისა და კმაყოფილების ზრდა.
კამპანიის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რაც თავის თავში მოიცავდა ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვორქლაიფ ბალანსს და პიროვნულ ზრდას.
სინტაქსის გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით ანინა ლელაძეს, ტრენინგის საინტერესოდ ჩატარებისა და წარმართვისთვის.
ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა
ოქტომბრის თვე მთელს მსოფლიოში აღინიშნება როგორც კიბერუსაფრთხოების თვე და კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება.
კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს კომპიუტერული სისტემების, ქსელების, მოწყობილობების და მონაცემების – ქურდობისგან, დაზიანებისგან, არაავტორიზებული წვდომების ან და სხვა არაავტორიზებული გამოყენების ფორმებისგან დაცვას.
ის მოიცავს ტექნოლოგიების, პროცესებისა და პრაქტიკების ფართო სპექტრს, რომლებიც შექმნილია ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტივების, ციფრული ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დასაცავად.
ქვემოთ ჩამოთვლილია რჩევები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია და მონაცემები სრულად იყოს დაცული კიბერშეტევებისგან:
გამოიყენეთ ძლიერი, უნიკალური პაროლები თქვენივე ციფრულ ანგარიშებზე და ჩართეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA);
რეგულარულად განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფები და აპლიკაციები;
უფრთხილდით ფიშინგს და ნუ გადახვალთ არასანდო მეილებიდან/მესიჯებიდან სხვადასხვა საეჭვო ბმულზე;
დაიცავით თქვენი Wi-Fi ქსელი და შექმენით ძლიერი პაროლი;
გამოიყენეთ ბრენდმაუერი, იმისათვის რომ დაბლოკოთ ნებისმიერი სახის არაავტორიზებული წვდომა (Firewall);
შექმენით თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლი;
გამოიჩინეთ სიფრთხილე სხვადასხვა ფაილის ჩამოტვირთვისას;
გახადეთ თქვენი სოციალური მედიის პლატფორმა უსაფრთხო და დაიცავით პერსონალური მონაცემები;
გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებულ სხვადასხვა მოწყობილობებზე – პაროლები, პინ-კოდები, თითის ანაბეჭდი ან დააყენეთ სახის ამომცნობი;
რეგულარულად აკონტროლეთ თქვენი ანგარიშები და განხორციელებული ტრანზაქციები.
უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ კიბერშეტევებზე/კიბერუსაფრთხოებაზე უახლეს ინფორმაციებს.
მემორანდუმი, კომპანიების მხრიდან, “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” პროექტის ფარგლებში ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ასამაღლებელ კამპანიაში მონაწილეობას, ბენეფიციარებისთვის შეთავაზებული პროგრამების განახლების პროცესში დარგის ექსპერტების გამოყოფას, გადამზადებული ბენეფიციარების შეფასების და მენტორშიფის პროცესში მონაწილეობას, საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარების დამატებით გადამზადებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
20 ივნისს, ჩვენმა კომპანიამ წარმატებით უმასპინძლა ვორქშოპს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც არსებულმა პარტნიორებმა, ასევე ManageEngine-ს პროდუქტებით დაინტერესებულმა პირებმა.
აქტივობის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:
მომხმარებლის ონბორდინგის ავტომატიზაცია სერვისის კატალოგისა და ManageEngine გადაწყვეტილებების (solutions) გამოყენებით;
ცვლილებების მართვის პრაქტიკის გაძლიერება გაშაბლონებითა და ვიზუალური სამუშაო პროცესის შემქმნელით;
აქტივების მართვის მძლავრი მექანიზმის დანერგვა, რომელიც საშუალებას იძლევა იმართოს და ამავდროულად განხორციელდეს აქტივების ზემოქმედების თრექინგი CMDB-ის გამოყენებით;
ManageEngine-ისა და Microsoft-ის ინტეგრაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, ამასთან, ავტომატიზაციებისა და არასტანდარტული ვორქფლოუს შემქმნის გზები;