ოქტომბერი 4, 2023
კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე
ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა
ოქტომბრის თვე მთელს მსოფლიოში აღინიშნება როგორც კიბერუსაფრთხოების თვე და კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება.
კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს კომპიუტერული სისტემების, ქსელების, მოწყობილობების და მონაცემების – ქურდობისგან, დაზიანებისგან, არაავტორიზებული წვდომების ან და სხვა არაავტორიზებული გამოყენების ფორმებისგან დაცვას.
ის მოიცავს ტექნოლოგიების, პროცესებისა და პრაქტიკების ფართო სპექტრს, რომლებიც შექმნილია ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტივების, ციფრული ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დასაცავად.
ქვემოთ ჩამოთვლილია რჩევები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია და მონაცემები სრულად იყოს დაცული კიბერშეტევებისგან:
- რეგულარულად განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფები და აპლიკაციები;
- უფრთხილდით ფიშინგს და ნუ გადახვალთ არასანდო მეილებიდან/მესიჯებიდან სხვადასხვა საეჭვო ბმულზე;
- დაიცავით თქვენი Wi-Fi ქსელი და შექმენით ძლიერი პაროლი;
- გამოიყენეთ ბრენდმაუერი, იმისათვის რომ დაბლოკოთ ნებისმიერი სახის არაავტორიზებული წვდომა (Firewall);
- შექმენით თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლი;
- გამოიჩინეთ სიფრთხილე სხვადასხვა ფაილის ჩამოტვირთვისას;
- გახადეთ თქვენი სოციალური მედიის პლატფორმა უსაფრთხო და დაიცავით პერსონალური მონაცემები;
- გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებულ სხვადასხვა მოწყობილობებზე – პაროლები, პინ-კოდები, თითის ანაბეჭდი ან დააყენეთ სახის ამომცნობი;
- რეგულარულად აკონტროლეთ თქვენი ანგარიშები და განხორციელებული ტრანზაქციები.
უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ კიბერშეტევებზე/კიბერუსაფრთხოებაზე უახლეს ინფორმაციებს.