გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

წარმოება

ADManager Plus წარმოების სექტორისთვის

10 მიზეზი თუ რატომ სჭირდება თქვენს ორგანიზაციას ManageEngine ADManager Plus.

თუ ამ გამოწვევებიდან თქვენს ორგანიზაციაში 3 მათგანს მაინც აწყდებით:

  • მუდმივად მზარდი ორგანიზაციისთვის, ახალ თანამშრომლებზე ანგარიშების ხელით გაწერა;
  • ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის გადინება და ყოფილი თანამშრომლების ანგარიშებზე წვდომის, კონტროლის მექანიზმის სირთულე;
  • სხვადასხვა სამუშაო სივრცეში/პლატფორმაზე (AD; Exchange; Office 365; Google Workspace; Skype for Business Server) ერთსა და იმავე თანამშრომლის ანგარიშების ერთდროულად შექმნის, რედაქტირებისა და გაუქმების ავტომატიზაციის სირთულე;
  • სუსტი პაროლების შემთხვევაში, ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის გადინების საფრთხე;
  • ახალი თანამშრომლების ანგარიშების შექმნის პროცესების წარმართვა, IT გუნდის მხარდაჭერის გარეშე;
  • მრავალ ანგარიშზე დეტალური/გაფართოებული რეპორტინგის სირთულე;
  • აქტივ დირექტორიის კონფიგურაციაში არასასურველი ცვლილების საფრთხე, მისი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე;
  • პროგრამული უზრუნველყოფების ხარჯების ოპტიმიზაციის სირთულე (თუ ყოფილი თანამშრომლის ანგარიში, ავტომატურად განახლებად Microsoft 365-ის ლიცენზიაზეა მიბმული);
  • აქტივ დირექტორიაში, წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკისა და წესების ცვლილებაზე რეაგირების სირთულე;
  • ორგანიზაციის შიდა კიბერ-შეტევების თავიდან აცილება.

მაშინ, კომპანია სინტაქსი ADManager Plus-ის საშუალებით, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს გთავაზობთ.

  1. შეძლებთ ახალი თანამშრომლებისათვის ანგარიშების ერთიანად შექმნას და შესაბამისი ფილიალების ჭრილში, მათთვის წინასწარ განსაზღვრული წვდომების, უფლებებისა და ლიცენზიების ავტომატურად მინიჭებას;
  2. შეძლებთ ავტომატურად და დროულად გააუქმოთ ყოფილი თანამშრომლების ანგარიშები, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, სრულყოფილად შეზღუდოთ წვდომა ორგანიზაციის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე;
  3. შეძლებთ ახალი თანამშრომლისათვის ერთდროულად შექმნათ სხვადასხვა სივრცის (AD; Exchange; Office 365; Google Workspace; Skype for Business Server) ანგარიშები;
  4. შეძლებთ თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოთ ძლიერი პაროლებით, ორგანიზაციის პოლიტიკიდან გამომდინარე;
  5. შეძლებთ დაადელეგიროთ ახალი თანამშრომლების ანგარიშების შექმნის პროცესი, მაგალითად ადამიანური რესურსების მართვის გუნდზე და ა.შ.
  6. შეძლებთ აქტივ დირექტორიის დახმარებით დააგენერიროთ თქვენთვის სასურველი სპეციფიკური და შაბლონური რეპორტები;
  7. შეძლებთ მარტივად დაიბრუნოთ პირველადი კონფიგურაცია, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება თქვენთვის არასასურველია (მაგალითად, თუ გარე წვდომის მქონე პირის ან/და თანამშრომლის მიერ გამოწვეული ცვლილებით ხდება სერვისის შეფერხება, რადგან ორგანიზაციას არ აქვს ინფორმაცია ცვლილების კონკრეტული დეტალების შესახებ, შესაძლებელია კონფიგურაციის დაბრუნება პირველად ვერსიაზე, ერთი ღილაკის მეშვეობით);
  8. შეძლებთ ყოფილი თანამშრომლების ანგარიშების წაშლით, Microsoft 365-ის ლიცენზიებში ავტომატურად გამოათავისუფლოთ ის ლიცენზიები, რომლებიც ამ თანამშრომლებზე იყო მიმაგრებული, რაც აგაცილებთ დამატებითი ხარჯებისა და მექანიკური შეცდომებისაგან;
  9. შეძლებთ მიიღოთ ავტომატური შეტყობინებები ნებისმიერ ცვლილებაზე აქტივ დირექტორიაში, მათ შორის, არსებული პოლიტიკისა და წესების ცვლილებებზე;
  10. შეძლებთ აღმოაჩინოთ და თვალყური ადევნოთ თანამშრომლების „უჩვეულო“ ქცევებს და თავიდან აირიდოთ კონფიდენციალური ინფორმაციის გადინება (UBA).

რომ შევაჯამოთ:

ManageEngine ADManager Plus – ManageEngine Active Directory (AD) წარმოადგენს მართვისა და ანგარიშგების ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას აძლევს IT ადმინისტრატორებსა და ტექნიკოსებს ადვილად მართონ აქტივ დირექტორიის ობიექტები, უფლებები, ჯგუფური პოლისები, შექმნან არა მხოლოდ აქტივ დირექტორიის, არამედ ერთდროულად სხვადასხვა სამუშაო სივრცის (AD, Exchange, Office 365, Google Workspace: SKype For Business Server) ანგარიშები, ამოიღონ სხვადასხვა ტიპისა და სირთულის რეპორტები, ერთი ინტერფეისის ფარგლებში – ღილაკის დაჭერით.

AD Manager საშუალებას იძლება ავტომატიზირდეს რუტინული დავალებები და
ასევე მოხდეს ბექაფი ობიექტების დონეზე.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.