გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

სახელმწიფო უწყება

Endpoint Central სახელმწიფო უწყებისთვის

14 მიზეზი თუ რატომ სჭირდება თქვენს ორგანიზაციას ManageEngine Endpoint Central.


თუ ამ გამოწვევებიდან თქვენს ორგანიზაციაში 3 მათგანს მაინც აწყდებით:

  • რამდენიმე ფილიალის IT ინფრასტრუქტურისა და კორპორაციული მობილური მოწყობილობების შეზღუდული რესურსებით აღრიცხვა და მართვა;
  • ერთდროულად წარმოქმნილი განსხვავებული ინციდენტების გადასაწყვეტად, სხვადასხვა ლოკაციაზე ფიზიკურად მისვლის აუცილებლობა;
  • უსაფრთხოების გამოწვევა, რაც გულისხმობს IT ინფრასტრუქტურაში პრივილეგირებული წვდომების კონტროლსა და იდენტიფიცირებას;
  • სახელმწიფო სექტორის, კომპიუტერებსა და სერვერებში არსებული ძვირადღირებული კომპიუტერული ნაწილების ამოღების, ჩანაცვლებისა და დამატების აღრიცხვის სირთულე;
  • უსაფრთხოების გამოწვევა, რაც გულისხმობს USB პორტებზე დაერთებული მოწყობილობების კონტროლს;
  • პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების ყველა განახლების (Patch Management- როგორც ოპერაციული სისტემის, ისე მესამე მხარის სოფტების) ავტომატურად მართვა ერთიან სივრცეში;
  • უსაფრთხოების გამოწვევა, ინფორმაციის გაჟონვის პრევენციის კუთხით;
  • ინციდენტის აღმოსაფხვრელად, თანამშრომლის საქმიანობის დროებით შეჩერების აუცილებლობა;
  • ზედმეტი დანახარჯების აღმოჩენის პრობლემა პროგრამული უზრუნველყოფისთვის/ლიცენზიებისთვის გაღებულ ხარჯებში;
  • კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების გაფანტული მართვა;
  • უსაფრთხოების გამოწვევა, რაც გულისხმობს მობილური (პლანშეტები, ლეპტოპები, მობილურები) მოწყობილობების გადაადგილების კონტროლს;
  • მობილური მოწყობილობებისგან კომპანიის სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვა;
  • IT ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ავტომატური რეპორტინგის სიმცირე;
  • დეპარტამენტების მიხედვით, უსაფრთხოებისა და სხვა პოლიტიკების სწრაფად შექმნა;

მაშინ, კომპანია სინტაქსი Endpoint Central-ის საშუალებით, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს გთავაზობთ.

  1. შეძლებთ ცენტრალიზებულად აღრიცხოთ და მართოთ:
    • ენდფოინთები (სერვერები, ლეპტოპები, დესკტოპები, სმარტფონები და ტაბლეტები) + ორგანიზაციის კორპორაციული მობილური მოწყობილობები;
    • ყველა პროგრამული უზრუნველყოფა;
  2. შეძლებთ სხვადასხვა ლოკაციებზე წარმოქმნილი ინციდენტებისა კრიტიკული შემთხვევების დისტანციურად აღმოფხვრას;
  3. შეძლებთ მარტივად დააიდენტიფიციროთ და აკონტროლოთ აიტი ინფრასტრუქტურაში პრივილეგირებული წვდომები;
  4. შეძლებთ კომპიუტერებსა და სერვერებში არსებული მნიშვნელოვანი ნაწილების ამოღების, ჩანაცვლებისა და დამატების ფაქტების აღმოჩენას ალერტებისა და გეგმიური რეპორტების საშუალებით;
  5. შეძლებთ ცენტრალიზებულად აკონტროლოთ, თუ რა პერიფერიული მოწყობილობები (მაგ: მაუსი, მეხსიერების ბარათი) დაერთდეს ამა თუ იმ კომპიუტერზე;
  6. შეძლებთ ერთიან სივრცეში ავტომატურად მართოთ პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა განახლება (Patch Management);
  7. შეძლებთ ნებისმიერი სენსიტიური ინფორმაცია დაიცვათ ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი კომპიუტერიდან გაჟონვისგან (Data Leak Prevention);
  8. შეძლებთ აღმოფხვრათ ინციდენტები დისტანციურად თანამშრომლის კომპიუტერში ისე, რომ თანამშრომელმა არ შეწყვიტოს საქმიანობა;
  9. შეძლებთ შეაფასოთ, თუ რამდენი ლიცენზია არის შესყიდული და რამდენი არის ორგანიზაციის მიერ გამოყენებაში, რაც შესაძლებლობას მოგცემთ ოპტიმიზაცია გაუკეთოთ ხარჯებს;
  10. შეძლებთ ერთი კონსოლიდან მართოთ ორგანიზაციის კომპიუტერების კრიპტოგრაფიული უსაფრთხოება, რაც შესაძლებლობას მოგცემთ დაიცვათ სენსიტიური ინფორმაცია გარეშე პირებისგან (Bit Locker);
  11. შეძლებთ აკონტროლოთ ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული მობილური მოწყობილობების (პლანშეტები, ლეპტოპები, მობილურები), გადაადგილება (MDM-Location Based Actions);
  12. შეძლებთ აკონტროლოთ ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული მობილური მოწყობილობების (პლანშეტები, ლეპტოპები, მობილურები), წვდომის უფლებები (MDM-Conditional Access);
  13. შეძლებთ აიტი ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ავტომატიზირებული და მრავალფეროვანი რეპორტების გენერირებას;
  14. შეძლებთ დეპარტამენტების მიხედვით უსაფრთხოებისა და სხვა პოლიტიკის სწრაფად შექმნასა და გავრცელებას.

Endpoint Central – შედგება

  • ავტომატური პაჩ მენეჯმენტი;
  • პროგრამული უზრუნველყოფის დისტანციური ინსტალაცია;
  • იმიჯინგი და OS დეფლოიმენთი;
  • მობილური მოწყობილობების მენეჯმენტი;
  • USB მოწყობილობების მენეჯმენტი;
  • აპლიკაციების კონტროლი (white list; black list);
  • აქტივებისა და ლიცენზიების მართვა;
  • დისტანციური მართვა;
  • Tool – ები: სისტემის ხელსაწყოები, განცხადება, ჩატი და სისტემის მენეჯერი;
  • კონფიგურაციები: 30+ კონფიგურაცია Windows-ის, Mac-ის, Linux – ისთვის და სხვა;
  • აუდიტი და რეპორტინგი.

რომ შევაჯამოთ:

ManageEngine Endpoint Central მოიცავს MDM (Mobile Device Management) გადაწყვეტილებას, რომელიც ერთიანი კონსოლიდან მართავს და იცავს მობილურ მოწყობილობებს, აპლიკაციებსა და მონაცემებს.

ManageEngine Endpoint Central მართავს დაახლოებით 25,000+ ორგანიზაციის 200 მილიონ საბოლოო მოწყობილობას.

ManageEngine MDM გადაწყვეტილება აკონტროლებს მობილური მოწყობილობების აპლიკაციებს, მონაცემებს და უსაფრთხოებას, ისე რომ თანამშრომლებმა შეძლონ მოწყობილობებზე უპრობლემოდ მუშაობა.

MDM საშუალებას გაძლევთ ერთი კონსოლიდან მონიტორინგი გაუწიოთ, მართოთ და დაიცვათ თქვენს ორგანიზაციაში არსებული კორპორაციული და არა კორპორაციული მობილური მოწყობილობები, ამასთან, დააგენერიროთ ავტომატური რეპორტები სასურველი სიხშირით.

85%+ მომხმარებელი ყოველწლიურად ანახლებს ლიცენზიას, რაც თავისთავად ასახავს სინტაქსის კმაყოფილი მომხმარებლის რაოდენობას, რომელიც ენდობა ManageEngine-სა და Endpoint Central-ის შესაძლებლობებს. შესაბამისად, Endpoint Central-ი წარმოადგენს უსაფრთხოების სანდო სისტემას.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.