პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესები:

ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და ვამუშავებთ კანონმდებლობით დადგენილი წესით თქვენთვის მომსახურების შემოთავაზების/გაწევის, ვაკანსიაზე მოთხოვნის მიღების/დამუშავების, საგანმანათლებლო კურსებზე/ტრენინგებზე და სხვა ღონისძიებებზე რეგისტრაციის მიზნით.

პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია თქვენ მიერ წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენების პროცესში შესაბამისი ინფორმაციის განთავსების გზით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.

თქვენს მიერ ვებგვერდზე რეგისტრაციისას ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაცია ინახება ჩვენს ბაზაში შპს „სინტაქსის“ არსებობის ვადით.

თქვენს პერსონალურ მონაცემებს იცავს საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე.

თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

წინამდებარე წესებზე თანხმობით, თქვენ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, შენახვას, მის გამოყენებას ზემოთ განსაზღვრული პირობებით.

იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებს, გთხოვთ, დატოვოთ ვებგვერდი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენება ჩაითვლება ამ წესებზე თანხმობად.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.