გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

Microsoft პროდუქტები

ERP სისტემა Microsoft Dynamics 365-ში

ბიზნესის პასუხი დინამიურ გარემოს

Dynamics 365 გთავაზობთ ERP (საწარმოთა რესურსების დაგეგმვა) აპლიკაციების კომპლექტს, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტული ბიზნეს ფუნქციებისთვის. ERP მოიცავს ყველაფერს, რასაც შეიძლება ეწოდოს „კომპანიის შიდა მენეჯმენტი“, მაგალითად, პროდუქტის მონაცემთა ბაზა (ფასები, მახასიათებლები და ა.შ), გადასახადების კონფიგურაცია, მიწოდების პირობები, გადახდის მეთოდების მართვა, ფინანსური და იურიდიული აღრიცხვა/წარმოება, პროდუქციის წარმოება, წარმოების პროცესების მართვა და ა.შ

ორგანიზაციისთვის მომგებიანობას, პროდუქტიულობას და კოლაბორაციას ქმნის:

  • Dynamics 365 Finance, რომელიც ახორციელებს ფინანსური მენეჯმენტის ამოცანებს, როგორიცაა მთავარი ბუღალტრული წიგნისა და ფინანსური ჩანაწერების მონიტორინგი, დებიტორული დავალიანების მონიტორინგი, გადასახდელი ანგარიშებისა და ფულადი ნაკადების მართვა, ფინანსური ფორკასტები, აქტივების მონიტორინგი/მართვა და სხვა;
  • Dynamics 365 Supply Chain Management, რომელიც მხარს უჭერს მიწოდების ჯაჭვის ოპერაციებს, მათ შორის ინვენტარის მართვას, შესყიდვებს, წარმოების დაგეგმვას და განაწილებას;
  • Dynamics 365 Commerce, რომელიც საშუალებას აძლევს საცალო და ელექტრონული კომერციით დაკავებულ ბიზნესს მართონ პროდუქტების კატალოგი, შეასრულონ შეკვეთები და სხვა;
  • Dynamics 365 Project Operations, რომელიც მართავს პროექტზე დაფუძნებულ ბიზნესს, მათ შორის ბილინგის, რესურსების განაწილებას და პროექტის მომგებიანობას;
  • Dynamics 365-ში ERP-ის ბენეფიტები, რომელიც გთავაზობთ ერთიან პლატფორმას სხვადასხვა სპეციალიზებული აპლიკაციებით. ეს მიდგომა ბიზნესს აძლევს საშუალებას, მასშტაბურობის მიუხედავად იყოს მოქნილი, პროდუქტიული, ჰქონდეს რეალურ დროში მონაცემებზე წვდომა, გაძლიერებული ხილვადობა და კონტროლი, გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება, შეამციროს ხარჯები და გააუმჯობესონ პროცესების ავტომატიზაცია გამარტივებული მიწოდების ჯაჭვიდან გამომდინარე.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.