გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

ავტობიზნესი

Flexy HR Soft ავტობიზნესის სექტორისთვის

12 მიზეზი თუ რატომ სჭირდება თქვენს ორგანიზაციას HR Soft.

თუ ამ გამოწვევებიდან თქვენს ორგანიზაციაში 3 მათგანს მაინც აწყდებით:

  • თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვისა და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო რეპორტების ხელით წარმოების სირთულე;
  • სახელფასო რეპორტის წარმოების სირთულე;
  • საკადრო დოკუმენტაციის ერთიან სივრცეში თავმოყრის სირთულე და ქაოტური
    მართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტების სწრაფად მოძებნის სირთულე;
  • წლების განმავლობაში დაგროვებული მატერიალური დოკუმენტების გაფანტვის/დაკარგვის საფრთხე;
  • ორგანიზაციის სტრუქტურისა და თანამშრომლების ერთიან სივრცეში ხედვის სირთულე;
  • შვებულებების, ბიულეტენების, day-off-ის, დეკრეტული შვებულებების აღრიცხვისა და მონიტორინგის სირთულე;
  • საჯარო/სავალდებულო დოკუმენტების გაცნობისთვის და ცვლილებების განთავსებისთვის ერთიანი სივრცის არ არსებობა;
  • ფიქსირებული და თავისუფალი გრაფიკების აღრიცხვისა და მონიტორინგის სირთულე;
  • დროის დაფიქსირების მოწყობილობებთან HR Soft-ის ინტეგრირების სირთულე;
  • საპატიო, საჯარიმო თუ საბონუსე დროის კონტროლის სირთულე;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაკარგვის მიზეზის იდენტიფიცირების სირთულე.

მაშინ, კომპანია სინტაქსი HR Soft-ის საშუალებით, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს გთავაზობთ.

  1. შეძლებთ თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვას და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო რეპორტების წარმოებას ავტომატურად, უმოკლეს დროში;
  2. შეძლებთ ავტომატურად აწარმოოთ სახელფასო რეპორტები;
  3. შეძლებთ ერთიან სივრცეში თავი მოუყაროთ ყველა საკადრო დოკუმენტს და მართოთ ორგანიზებულად;
  4. შეძლებთ ორგანიზაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სწრაფად მოძიებას ერთიან ელექტრონულ სივრცეში;
  5. შეძლებთ გამორიცხოთ წლების განმავლობაში დაგროვებული დოკუმენტების დაკარგვის რისკი;
  6. შეძლებთ ერთიან სივრცეში დააგენერიროთ ორგანიზაციის სტრუქტურა და გქონდეთ სრული ხედვა თანამშრომლებსა და მიმდინარე პოზიციებზე;
  7. შეძლებთ შვებულებების, ბიულეტენების, day-off-ის, დეკრეტული შვებულებების აღრიცხვასა და მონიტორინგს ავტომატურად, ერთიან სივრცეში;
  8. შეძლებთ საჯარო/სავალდებულო დოკუმენტები გაცნობასა და ცვლილებების ერთიან სივრცეში განთავსებას, სადაც თითოეულ თანამშრომელს ექნება ნახვის შესაძლებლობა;
  9. შეძლებთ ფიქსირებული და თავისუფალი გრაფიკების ავტომატურად აღრიცხვასა და მონიტორინგს ერთიან სივრცეში;
  10. შეძლებთ დროის დაფიქსირების მოწყობილობებთან ინტეგრირებას, რაც შესაძლებლობას მოგცემთ ავტომატურად მიიღოთ სხვადასხვა სახის რეპორტები;
  11. შეძლებთ საპატიო, საჯარიმო თუ საბონუსე დროის ავტომატურად კონტროლს;
  12. შეძლებთ კონფიდენციალური ინფორმაციის დაკარგვის მიზეზის იდენტიფიცირებას (ლოგების მონიტორინგი).

რომ შევაჯამოთ:

HR Soft შესაძლებლობას მოგცემთ ერთიან ელექტრონულ სივრცეში აწარმოოთ თანამშრომელთა პირადი საქმეები, ავტომატურად დააგენერიროთ სახელმწიფო, სახელფასო და პირადი დასწრების რეპორტები და თავიდან აირიდოთ დოკუმენტების გაფანტვის საფრთხეები.

HR Soft ხელს უწყობს ადამიანური რესურსების საქმის წარმოების ორგანიზებულად წარმართვას.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.