გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

სახელმწიფო უწყება

LOG360 სახელმწიფო უწყებისთვის

6 მიზეზი თუ რატომ სჭირდება თქვენს ორგანიზაციას ManageEngine LOG360.


თუ ამ გამოწვევებიდან თქვენს ორგანიზაციაში 3 მათგანს მაინც აწყდებით:

  • სახელმწიფო დეპარტამენტში არსებულ სისტემებში (Soft/Hard) წარმოქმნილი პრობლემებისა და გამომწვევი მიზეზების უმოკლეს დროში აღმოჩენის სირთულე, რაც შემდგომში იწვევს კომპანიის სამუშაო პროცესის შეჩერებას (დაუნთაიმს);
  • ლოგების ანალიზისას, თანამშრომლის მიერ, შეცდომების მექანიკურად დაშვება (მათ შორის, გამორჩენილი უსაფრთხოების ლოგები) და ათასობით წყაროებიდან ლოგების თავმოყრის სირთულე;
  • სხვადასხვა წყაროების ლოგებს შორის, კორელაციის აღმოჩენის სირთულე;
  • თითოეული წყაროს ლოგების დაარქივება ;
  • Custom აპლიკაციებიდან, ლოგების ავტომატურად შეგროვება (აპლიკაციები, რომლებსაც არ აქვთ ლოგების ავტომატური ფორვარდინგის ფუნქცია);
  • ლოგების მიხედვით, თანამშრომელთა სამუშაო ქცევის, უჩვეულო გამოვლინების აღმოჩენა.

მაშინ, კომპანია სინტაქსი LOG360-ის საშუალებით, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს გთავაზობთ.

  1. შეძლებთ ათასობით ლოგში მარტივად აღმოაჩინოთ თქვენთვის საჭირო/პრობლემური ჩანაწერი, რომელიც აფერხებს ბიზნეს პროცესებს (დაუნთაიმის შემცირება);
  2. შეძლებთ ლოგების სორტირებას თქვენთვის საჭირო ფილტრებით, თანამშრომლის მიერ მექანიკური შეცდომების დაშვების (კრიტიკული ლოგის უყურადღებოდ დატოვება) თავიდან ასაცილებლად;
  3. შეძლებთ თქვენთვის საჭირო ლოგების ავტომატურ კორელაციას (Eventlog Analyzer), რაც დაგეხმარებათ სწრაფად დააიდენტიფიციროთ თქვენს IT ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები და შეამციროთ უსაფრთხოების გამოწვევა;
  4. შეძლებთ შემოსული ლოგების არქივების ნახვას ნებისმიერ დროს (ლოგები ავტომატურად არქივდება 24 საათში ერთხელ, ხოლო 7 დღეში ერთხელ ხდება კომპრესაცია);
  5. შეძლებთ თქვენი ინდივიდუალური პროგრამული უზრუნველყოფებიდან (რომელსაც არ აქვს ლოგების ავტომატური მიწოდების ფუნქცია) ავტომტურად მოაქციოთ ლოგები ერთიან სივრცეში;
  6. შეძლებთ მომხმარებლის ქცევის (დრო, სიხშირე, მუშაობის ჩვეული შაბლონი) ავტომატურ შესწავლასა და უჩვეულო ქცევის შემთხვევაში, სისტემაში ავტომატურად მიღებული შეტყობინების ნახვას.

LOG360 შედგება:

EventLog Analyzer

AD Audit Plus

Exchange Server Auditing

M365/Azure AD Auditing

User & Entity Behavior Analytics (UEBA)

რომ შევაჯამოთ:

ManageEngine LOG360 – შესაძლებლობას მოგცემთ ერთიან სივრცეში მოაქციოთ ათასობით ლოგ ფაილი, აკონროლოთ, ავტომატიზირებულად მიიღოთ ინფორმაცია კოლერაციებისა და უჩვეულო ქმედებების შესახებ და ამ ყველაფრის დახმარებით, უზრუნველყოთ შეუფერხებელი მუშაობა და უსაფრთხოება.

დაჯავშნე გასაუბრება

გაყიდვების გუნდი

Enterprise Account Manager

დაჯავშნე ზარი

© 2023-25 Syntax. All right reserved.