,,ადამიანი მესა და პროფესიაში”

23-24 ოქტომბერს, კომპანია სინტაქსის თანამშრომლებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე – ,,ადამიანი მესა და პროფესიაში”.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, თითოეული თანამშრომლის საერთო კეთილდღეობისა და კმაყოფილების ზრდა.

კამპანიის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რაც თავის თავში მოიცავდა ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვორქლაიფ ბალანსს და პიროვნულ ზრდას.

სინტაქსის გუნდის სახელით, მადლობას ვუხდით ანინა ლელაძეს, ტრენინგის საინტერესოდ ჩატარებისა და წარმართვისთვის.

კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

ოქტომბრის თვე მთელს მსოფლიოში აღინიშნება როგორც კიბერუსაფრთხოების თვე და კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება.

კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს კომპიუტერული სისტემების, ქსელების, მოწყობილობების და მონაცემების – ქურდობისგან, დაზიანებისგან, არაავტორიზებული წვდომების ან და სხვა არაავტორიზებული გამოყენების ფორმებისგან დაცვას.

ის მოიცავს ტექნოლოგიების, პროცესებისა და პრაქტიკების ფართო სპექტრს, რომლებიც შექმნილია ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტივების, ციფრული ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დასაცავად.

ქვემოთ ჩამოთვლილია რჩევები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია და მონაცემები სრულად იყოს დაცული კიბერშეტევებისგან:

  • რეგულარულად განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფები და აპლიკაციები;
  • უფრთხილდით ფიშინგს და ნუ გადახვალთ არასანდო მეილებიდან/მესიჯებიდან სხვადასხვა საეჭვო ბმულზე;
  • დაიცავით თქვენი Wi-Fi ქსელი და შექმენით ძლიერი პაროლი;
  • გამოიყენეთ ბრენდმაუერი, იმისათვის რომ დაბლოკოთ ნებისმიერი სახის არაავტორიზებული წვდომა (Firewall);
  • შექმენით თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლი;
  • გამოიჩინეთ სიფრთხილე სხვადასხვა ფაილის ჩამოტვირთვისას;
  • გახადეთ თქვენი სოციალური მედიის პლატფორმა უსაფრთხო და დაიცავით პერსონალური მონაცემები;
  • გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებულ სხვადასხვა მოწყობილობებზე – პაროლები, პინ-კოდები, თითის ანაბეჭდი ან დააყენეთ სახის ამომცნობი;
  • რეგულარულად აკონტროლეთ თქვენი ანგარიშები და განხორციელებული ტრანზაქციები.

უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ კიბერშეტევებზე/კიბერუსაფრთხოებაზე უახლეს ინფორმაციებს.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.