სინტაქს აკადემია, ISO მასერტიფიცირებელი, სატრენინგო კომპანია PECB-ს წარმომადგენელი საქართველოში

სინტაქს აკადემია, ISO მასერტიფიცირებელი, სატრენინგო კომპანია PECB-ს წარმომადგენელია საქართველოში, რაც გულისხმობს იმას, რომ სინტაქს აკადემიის საშუალებით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ დარგობრივი ტრენინგების გავლისა და ISO 27001-ის სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობა. 

ანი ნიკოლაიშვილი, სინტაქს აკადემიის დირექტორი:  

“PECB-ს პარტნიორობა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც თავად აკადემიისთვის, ისე, ზოგადად სფეროს განვითარებისთვისაც. PECB-ს ტრენინგების გავლა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთაც ეხებათ კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ და სურთ მასთან შესაბამისობაში მოყვანა – ორგანიზაციაში არსებული შესაძლო გამოწვევების აუდიტისა და სწორად გადაჭრისთვის.”

აკადემიაში ამ ეტაპზე, ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით გახსნილია ორი კურსი – Lead Auditor-ისა და Lead Implementer-ის სახელწოდებით, ორივე შემთხვევაში ტრენინგს კითხულობს PECB-ს მიერ აკრედიტებული ტრენერი – ანზორ მეხრიშვილი,  პროცესი წარიმართება მშობლიურ ენაზე, მოგეცემათ წვდომა ყველანაირ რესურსზე, რომელიც პროცესში შესაძლოა დაგჭირდეთ. კურსის ღირებულებაში, ტრენინგის გავლის გარდა, გათვალისწინებულია საერთაშორისო გამოცდაზე გასვლის ღირებულება და დამატებითი გადაბარების შანსი იმ შემთხვევისთვის, თუ კანდიდატმა ვერ მოახერხა პირველივე ცდაზე ჩაბარება.  

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.