IT in Reality კურსი II ნაკადის სტუდენტებისთვის წარმატებით ჩატარდა

კომპანია სინტაქსისა და სინტაქს აკადემიის ინიციატივით, IT სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს მიეცათ კიდევ ერთი შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ მიეღოთ ცოდნა და გადაედგათ პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიური სფეროს მიმართულებით.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული სავარჯიშოების კომბინაციით დააგროვეს გამოცდილება როგორც Software ისე Hardware მიმართლებით. მოვიცავით ისეთი საკითხები, როგორებიცაა: CompTia A+, ITIL-ის ზოგადი პრინციპები, ITIL-ის პრაქტიკები (სერვის დესკი- SPOC; პრობლემების მენეჯმენტი; ცვლილებების მენეჯმენტი; პროექტ მენეჯმენტი) და ასევე სერვისის გაწევის სხვადასხვა სპეციფიკა IT სფეროში.

კურსს სინტაქს აკადემიის კვალიფიციური ტრენერები – დიმიტრი ერემიანი, მარიამ ჭლიკაძე და ელენე ბენდელიანი უძღვებოდნენ.

გუნდის სახელით, წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ სტუდენტს!

ManageEngine Endpoint Central Workshop Georgia 2024 – წარმატებით ჩატარდა

17 ოქტომბერს, კომპანია სინტაქსისა და ManageEngine-ს ორგანიზებით, წარმატებით ჩატარდა Endpoint Central-ის ვორქშოპი საქართველოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კომპანია სინტაქსის არსებულმა მომხმარებლებმა, სხვადასხვა ორგანიზაციიდან.

ღონისძიებას უძღვებოდა Arul Aram, კომპანია ManageEngine-ს პროდუქტის Endpoint Central-ის ტექნიკური ექაუნთ მენეჯერი, რომელმაც დეტალურად განიხილა პროდუქტის ფუნქციონალი, მისი უპირატესობები და ასევე ავტომატიზაციის შესაძლებლობები, თითოეული მოდულის ფარგლებში.

ვორქშოპზე დეტალურად იყო განხილული შემდეგი საკითხები:

  • Patching with Vulnerability and Remediation;
  • Distribute Software and Filter Apps;
  • OS Imaging and Deployment;
  • IT Asset Management and Device Security;
  • Mobile Device Management;
  • Remote Control and Troubleshooting;
  • Unified Endpoint Security;
  • Breach protection and remediation.

გარდა ზემოთჩამოთვლილი საკითხებისა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების ახალ ედონებზე, რაც აქტუალურია მინდინარე პერიოდში. 

ვორქშოპის განმავლობაში, მონაწილეებმა შეასრულეს როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული დავალება, მოსმენილი ინფორმაციის საფუძველზე.

კომპანია სინტაქსისა და ManageEngine-ს სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ დამსწრეს, დაფასებისთვისა და აქტიური ჩართულობისათვის.

სინტაქს აკადემია საერთაშორისო, მასერტიფიცირებელი ორგანიზაცია – PeopleCert-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში! 

PeopleCert წარმოადგენს საერთაშორისო მასერტიფიცირებელ ორგანოს, რომელიც გვთავაზობს სერტიფიცირებას – IT-ს, პროექტების მენეჯმენტის (როგორიცაა ITIL, PRINCE2, Agile და სხვა), ბიზნეს პროცესების მართვისა და სხვა მიმართულებით.

PeopleCert-ის სერტიფიცირება შესაძლებლობას გაძლევთ განავითაროთ/აიმაღლოთ პროფესიული უნარები, როგორც ინდივიდუალურად, ისე ორგანიზაციებისთვის, იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ სამუშაო პროცესები და დააკმაყოფილოთ საერთაშორისო სტანდარტები.

სინტაქს აკადემიაში ტრენინგებს მშობლიურ ენაზე წაგიკითხავთ – ATO-ს (Accredited Training Organization) მიერ აკრედიტებული ტრენერი და კონკრეტული ტრენინგის გავლის შემდეგ, გექნებათ ოფიციალურ გამოცდაზე – AEO (Accredited Examination Organization) გასვლისა და საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობა.

სარგებელი, რომელსაც მიიღებთ:

  • გლობალურად აღიარებული სერტიფიკატი;
  • ტრენინგი დარგის ექსპერტების ხელმძღვანელობით, მშობლიურ ენაზე;
  • საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის სასწავლო მასალაზე წვდომა;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
  • კონკურენტული უპირატესობები IT სერვისების მართვის სფეროში.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.