ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია
6 მიზეზი თუ რატომ სჭირდება თქვენს ორგანიზაციას ManageEngine LOG360.
თუ ამ გამოწვევებიდან თქვენს ორგანიზაციაში 3 მათგანს მაინც აწყდებით:
ორგანიზაციაში, არსებულ სისტემებში (Soft/Hard) წარმოქმნილი პრობლემებისა და გამომწვევი მიზეზების უმოკლეს დროში აღმოჩენის სირთულე, რაც შემდგომში იწვევს სამუშაო პროცესის შეჩერებას (დაუნთაიმს);
ლოგების ანალიზისას, თანამშრომლის მიერ, შეცდომების მექანიკურად დაშვება (მათ შორის, გამორჩენილი უსაფრთხოების ლოგები) და ათასობით წყაროებიდან ლოგების თავმოყრის სირთულე;
სხვადასხვა წყაროს ლოგებს შორის, კორელაციის აღმოჩენის სირთულე;
თითოეული წყაროს ლოგების დაარქივება;
გემბლინგის სექტორისთვის აუცილებელი Custom აპლიკაციებიდან, ლოგების ავტომატურად შეგროვება (აპლიკაციები, რომლებსაც არ აქვთ ლოგების ავტომატური ფორვარდინგის ფუნქცია);
ლოგების მიხედვით, თანამშრომელთა სამუშაო ქცევის, უჩვეულო გამოვლინების აღმოჩენა.
მაშინ, კომპანია სინტაქსი LOG360-ის საშუალებით, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს გთავაზობთ.
შეძლებთ ათასობით ლოგში მარტივად აღმოაჩინოთ თქვენთვის საჭირო/პრობლემური ჩანაწერი, რომელიც აფერხებს ბიზნეს პროცესებს (დაუნთაიმის შემცირება);
შეძლებთ ლოგების სორტირებას თქვენთვის საჭირო ფილტრებით, თანამშრომლის მიერ მექანიკური შეცდომების დაშვების (კრიტიკული ლოგის უყურადღებოდ დატოვება) თავიდან ასაცილებლად;
შეძლებთ თქვენთვის საჭირო ლოგების ავტომატურ კორელაციას (Eventlog Analyzer), რაც დაგეხმარებათ სწრაფად დააიდენტიფიციროთ თქვენს IT ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები და შეამციროთ უსაფრთხოების გამოწვევა;
შეძლებთ შემოსული ლოგების არქივების ნახვას ნებისმიერ დროს (ლოგები ავტომატურად არქივდება 24 საათში ერთხელ, ხოლო 7 დღეში ერთხელ ხდება კომპრესაცია);
შეძლებთ თქვენი ინდივიდუალური პროგრამული უზრუნველყოფებიდან (რომელსაც არ აქვს ლოგების ავტომატური მიწოდების ფუნქცია) ავტომტურად მოაქციოთ ლოგები ერთიან სივრცეში;
შეძლებთ მომხმარებლის ქცევის (დრო, სიხშირე, მუშაობის ჩვეული შაბლონი) ავტომატურ შესწავლასა და უჩვეულო ქცევის შემთხვევაში, სისტემაში ავტომატურად მიღებული შეტყობინების ნახვას.
LOG360 შედგება:
EventLog Analyzer
AD Audit Plus
Exchange Server Auditing
M365/Azure AD Auditing
User & Entity Behavior Analytics (UEBA)
რომ შევაჯამოთ:
ManageEngine LOG360 – შესაძლებლობას მოგცემთ ერთიან სივრცეში მოაქციოთ ათასობით ლოგ ფაილი, აკონროლოთ, ავტომატიზირებულად მიიღოთ ინფორმაცია კოლერაციებისა და უჩვეულო ქმედებების შესახებ და ამ ყველაფრის დახმარებით, უზრუნველყოთ ორგანიზაციის შეუფერხებელი მუშაობა და უსაფრთხოება.