იანვარი 14, 2025
კომპანია სინტაქსსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
26 დეკემბერს, კომპანია სინტაქსსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სინტაქსის დამფუძნებელმა ზაზა ჯაველიძემ და ევროპის უნივერსიტეტის – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ.
მემორანდუმის მიზანია ევროპის უნივერსიტეტსა და კომპანია სინტაქსს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო ღონისძიებების განხორცელება. აღნიშნულის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დამატებით მიიღონ, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
აღნიშნული მემორანდუმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სინტაქსისა და ევროპის უნივერსიტეტის საერთო მიზანს – ინოვაციური და მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდას, რაც ხელს უწყობს საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების პროცესს.