ოქტომბერი 28, 2025

სინტაქსი საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებაზე – GITEX Global 2025 & Expand North Star 2025

12–17 ოქტომბერს, სინტაქსმა მონაწილეობა მიიღო დუბაიში გამართულ ორ მასშტაბურ ტექნოლოგიურ ფორუმში GITEX Global 2025 და Expand North Star 2025, რომლებიც აერთიანებენ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ინვესტორებს.

GITEX Global ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექნოლოგიურ ღონისძიებად ითვლება მსოფლიოში და ყოველწლიურად მასპინძლობს 200 000-მდე დამსწრეს, 6 500 კომპანიას და 180-ზე მეტ ქვეყნის წარმომადგენელს. ღონისძიების მიზანია გლობალური ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნა.

Expand North Star 2025 – ფოკუსირებულია სტარტაპ ეკოსისტემასა და ინვესტიციებზე და წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს სტარტაპერებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ახალი ტექნოლოგიური იდეების გლობალურ დონეზე განვითარებას.

მიმდინარე წელს, საქართველო წარმოდგენილი იყო ინიციატივის „StartUP in Georgia“ ფარგლებში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასა და საერთაშორისო პოზიციონირებას.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სინტაქსიც შეუერთდა ღონისძიებებს, რათა გაეზიარებინა საკუთარი გამოცდილება, გაეფართოებინა საერთაშორისო ბიზნეს კონტაქტები და გაეცნო უახლეს გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებს.

ღონისძიებებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ღრუბლოვანი სერვისები, მონაცემთა მართვა და ციფრული ტრანსფორმაცია — სფეროები, რომლებშიც სინტაქსი აქტიურად საქმიანობს და განაგრძობს განვითარებას.

სინტაქსის მონაწილეობა GITEX Global 2025-სა და Expand North Star 2025-ში, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია კომპანიის საერთაშორისო ზრდისა და პარტნიორული ურთიერთობების გასაღრმავებლად.

Syntax Global — საქართველოდან საერთაშორისო წარმატებისკენ!

#GoGlobal

Share: