გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

ფინანსური უწყება

ADManager Plus ფინანსური უწყებისთვის

10 მიზეზი თუ რატომ სჭირდება თქვენს ორგანიზაციას ManageEngine ADManager Plus.

თუ ამ გამოწვევებიდან თქვენს ორგანიზაციაში 3 მათგანს მაინც აწყდებით:

  • მუდმივად მზარდი კომპანიისთვის, ახალ თანამშრომლებზე ანგარიშების ხელით
    გაწერა;
  • სხვადასხვა სამუშაო სივრცეში/პლატფორმაზე (AD; Exchange; Office 365; Google Workspace; Skype for Business Server) ერთსა და იმავე თანამშრომლის ანგარიშების ერთდროულად შექმნის, რედაქტირებისა და გაუქმების ავტომატიზაციის სირთულე;
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის გადინება და ყოფილი თანამშრომლების ანგარიშებზე წვდომის, კონტროლის მექანიზმის სირთულე;
  • პროგრამული უზრუნველყოფების ხარჯების ოპტიმიზაციის სირთულე (თუ ყოფილი თანამშრომლის ანგარიში, ავტომატურად განახლებად Microsoft 365-ის ლიცენზიაზეა მიბმული);
  • სუსტი პაროლების შემთხვევაში, ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის გადინების საფრთხე;
  • კომპანიის შიდა კიბერ-შეტევების თავიდან აცილება;
  • ახალი თანამშრომლების ანგარიშების შექმნის პროცესების წარმართვა, IT გუნდის მხარდაჭერის გარეშე;
  • აქტივ დირექტორიის კონფიგურაციაში არასასურველი ცვლილების საფრთხე, მისი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე;
  • მრავალ ანგარიშზე დეტალური/გაფართოებული რეპორტინგის სირთულე;
  • აქტივ დირექტორიაში, წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკისა და წესების ცვლილებაზე რეაგირების სირთულე.

მაშინ, კომპანია სინტაქსი ADManager Plus-ის საშუალებით, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს გთავაზობთ.

  1. შეძლებთ ახალი თანამშრომლებისათვის ანგარიშების ერთიანად შექმნას და შესაბამისი დეპარტამენტის ჭრილში, მათთვის წინასწარ განსაზღვრული წვდომების, უფლებებისა და ლიცენზიების ავტომატურად მინიჭებას;
  2. შეძლებთ ახალი თანამშრომლისათვის ერთდროულად შექმნათ სხვადასხვა სივრცის (AD; Exchange; Office 365; Google Workspace; Skype for Business Server) ანგარიშები;
  3. შეძლებთ ავტომატურად და დროულად გააუქმოთ ყოფილი თანამშრომლების ანგარიშები, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, სრულყოფილად შეზღუდოთ წვდომა კომპანიის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე;
  4. შეძლებთ ყოფილი თანამშრომლების ანგარიშების წაშლით, Microsoft 365-ის ლიცენზიებში ავტომატურად გამოათავისუფლოთ ის ლიცენზიები, რომლებიც ამ თანამშრომლებზე იყო მიმაგრებული, რაც აგაცილებთ დამატებითი ხარჯებისა და მექანიკური შეცდომებისაგან;
  5. შეძლებთ თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოთ ძლიერი პაროლებით, კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
  6. შეძლებთ აღმოაჩინოთ და თვალყური ადევნოთ კომპანიის თანამშრომლების „უჩვეულო“ ქცევებს და თავიდან აირიდოთ კონფიდენციალური ინფორმაციის გადინება (UBA);
  7. შეძლებთ დაადელეგიროთ ახალი თანამშრომლების ანგარიშების შექმნის პროცესი, მაგალითად ადამიანური რესურსების მართვის გუნდზე და ა.შ.
  8. შეძლებთ მარტივად დაიბრუნოთ პირველადი კონფიგურაცია, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება თქვენთვის არასასურველია (მაგალითად, თუ გარე წვდომის მქონე პირის ან/და თანამშრომლის მიერ გამოწვეული ცვლილებით ხდება სერვისის შეფერხება, რადგან კომპანიას არ აქვს ინფორმაცია ცვლილების კონკრეტული დეტალების შესახებ, შესაძლებელია კონფიგურაციის დაბრუნება პირველად ვერსიაზე, ერთი ღილაკის მეშვეობით);
  9. შეძლებთ აქტივ დირექტორიის დახმარებით დააგენერიროთ თქვენთვის სასურველი სპეციფიკური და შაბლონური რეპორტები;
  10. შეძლებთ მიიღოთ ავტომატური შეტყობინებები ნებისმიერ ცვლილებაზე აქტივ დირექტორიაში, მათ შორის, არსებული პოლიტიკისა და წესების ცვლილებებზე.

რომ შევაჯამოთ:

ManageEngine ADManager Plus – ManageEngine Active Directory (AD) წარმოადგენს მართვისა და ანგარიშგების ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას აძლევს IT ადმინისტრატორებსა და ტექნიკოსებს ადვილად მართონ აქტივ დირექტორიის ობიექტები, უფლებები, ჯგუფური პოლისები, შექმნან არა მხოლოდ აქტივ დირექტორიის, არამედ ერთდროულად სხვადასხვა სამუშაო სივრცის (AD, Exchange, Office 365, Google Workspace: SKype For Business Server) ანგარიშები, ამოიღონ სხვადასხვა ტიპისა და სირთულის რეპორტები, ერთი ინტერფეისის ფარგლებში – ღილაკის დაჭერით.

AD Manager საშუალებას იძლება ავტომატიზირდეს რუტინული დავალებები და
ასევე მოხდეს ბექაფი ობიექტების დონეზე.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.