გაეცანით კურსის დეტალებს
ზაზა ჯაველიძე / გიორგი ბერიძე
ITIL ( ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ბიბლიოთეკა) დაგეხმარებათ, გაამარტივოთ და ეფექტური გახადოთ ციფრული სერვისების მიწოდების პროცესი. მეთოდოლოგია მოიცავს 34 პრაქტიკას, რომელიც საერთაშორისოდ მიღებული საუკეთესო გამოცდილებების შედეგად შეიქმნა; კურსის მსმენელები მიიღებენ ძირეულ ინფორმაციას, თუ როგორ დააგენერიროს ბიზნესმა ღირებული ფასეულობა მსოფლიოში წამყვანი მეთოდოლოგიის დახმარებით და ციფრული სერვისების მიწოდებით.
ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი
ტრენინგი განკუთვნილია როგორც ციფრულ ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანებისთვის, ისე, ბიზნესში გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რადგან ამ ორი რგოლის ერთობლივი მუშაობითაა შესაძლებელი, ციფრული სერვისების მიწოდებისას, ღირებული ფასეულობის დაგენერირება.
პროცესი, თეორიულ ნაწილთან ერთად, მოიცავს ქართულ რეალობას მორგებულ პრაქტიკულ მაგალითებსაც და წარიმართება სრულად ქართულ ენაზე.
ბენეფიტები
კურსზე დარეგისტრირებულებს მიეცემათ წვდომა ITIL სერტიფიცირებისათვის სამეცადინო ელექტრონულ წიგნზე და ტრენინგის ბოლოს, ჩატარდება კომპეტენციის განმსაზღვრელი ტესტირება, რომელიც ერთგვარი საზომი იქნება პრეტენდენტის მზაობისა, ITIL V4 Foundation-ის საერთაშორისო გამოცდისთვის.
ტრენინგი წარიმართება ქართულ ენაზე.
ტრენერები
ტრენინგს წარუძღვება ორი ტრენერი – ზაზა ჯაველიძე – ITIL & ITSM ბიზნესკონსულტანტი და გიორგი ბერიძე – ITIL სერტიფიცირებული ტრენერი.
კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ სიღრმისეულად გეცოდინებათ ITIL-ის 7 ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპის, სერვის მენეჯმენტის 4 განზომილების, ITIL-ის 34 პრაქტიკისა და სერვისით შესაქმნელი ღირებულებების ჯაჭვის შესახებ.
ITIL&ITSM ბიზნეს კონსულტანტი
ITIL სერტიფიცირებული ექსპერტი
ზაზა ჯაველიძე / გიორგი ბერიძე