Lead Implementer-ის ტრენინგი

სრული ტრენინგი, საერთაშორისო გამოცდაზე გასვლის დაფინანსება და გადაბარების დამატებითი შანსი

დასაწყისი

21 ოქტომბერი

დრო

ხანგრძლივობა

24 საათი

მენტორები

ანზორ მეხრიშვილი

კურსის ფასი
₾ 3 800
რეგისტრაცია

კურსის მიმოხილვა:

PECB ISO/IEC 27001 Lead Implementer კურსის მიზანია მონაწილეების მომზადება, რათა შეძლონ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) წარმატებული დანერგვა და მართვა ISO 27001 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული სერტიფიცირება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთანაა შესაბამისობაში თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს მესამე კატეგორიის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი.

ძირითადი მიზნები:

  • ISO 27001-ის სტანდარტის საფუძვლიანი ცოდნა: მონაწილეები დეტალურად ისწავლიან ISO 27001 სტანდარტის მოთხოვნებს და როგორ უნდა იყოს შესაბამისი მართვის სისტემა ამ სტანდარტთან.
  • ISMS-ის დაგეგმვა და განხორციელება: კურსი მონაწილეებს ასწავლის, როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და მართონ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ორგანიზაციაში.
  • რისკების შეფასება და მართვა: მონაწილეები შეისწავლიან ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასებისა და მართვის პროცესებს, რათა შეძლონ რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მინიმალიზაცია.
  • პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება: კურსი ფოკუსირებულია ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაზე, რაც აუცილებელია უსაფრთხოების მართვის სისტემის წარმატებული ფუნქციონირებისთვის.
  • კონტროლის ზომების დანერგვა: მონაწილეებს ასწავლიან, როგორ უნდა შეარჩიონ და დანერგონ შესაბამისი კონტროლის ზომები, რათა უზრუნველყონ ინფორმაციული აქტივების დაცვა.
  • მონიტორინგი და გაუმჯობესება: კურსი ასწავლის ISMS-ის მონიტორინგისა და გაუმჯობესების პროცესებს, რაც მოიცავს პერიოდულ შემოწმებებს, აუდიტებს და უწყვეტი გაუმჯობესების ციკლებს.
  • მზადყოფნა სერტიფიკაციისთვის: მონაწილეები გაეცნობიან, როგორ უნდა მოამზადონ ორგანიზაცია ISO 27001 სერტიფიკაციის პროცესისთვის, რაც მოიცავს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და სერტიფიკაციის აუდიტისთვის მზადყოფნას.
  • პრაქტიკული უნარების განვითარება: კურსი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და რეალურ სცენარებზე დაფუძნებულ სიმულაციებს, რათა მონაწილეებმა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ISMS-ის დანერგვაში.

შედეგი:

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეები მზად იქნებიან ორგანიზაციაში ISO 27001-ის შესაბამისად ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის, მართვისა და გაუმჯობესებისთვის, რითაც უზრუნველყოფენ ინფორმაციული აქტივების დაცვას და შესაბამისობის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

ბენეფიტები:

კურსის მსვლელობისას, მონაწილეებს ექნებათ წვდომა ტრენინგისთვის საჭირო სრულ მასალაზე, შეექმნებათ PECB-ს პორტალზე შესაბამისი ექაუნთები, შეძლებენ მასალის მშობლიურ ენაზე გავლას PECB-ს მიერ აკრედიტებულ ტრენერთან, გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობასა და გადაბარების დამატებით შანსს.

Introduction to ISO/IEC 27001 and initiation of an ISMS implementation

Implementation plan of an ISMS

Implementation of an ISMS

ISMS monitoring, continual improvement, and preparation for the certification audit

Certification exam

მენტორები

ანზორ მეხრიშვილი

სერტიფიცირებული მენტორი

დასაწყისი

21 ოქტომბერი

დრო

ხანგრძლივობა

24 საათი

მენტორები

ანზორ მეხრიშვილი

კურსის ფასი
₾ 3 800
რეგისტრაცია

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.