თანამედროვე HR

თანამედროვე HR – ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად

დასაწყისი

25 მარტი

დრო

19:00-22:00

ხანგრძლივობა

ორი კვირა/18 საათი

მენტორები

ნინო გაჩეჩილაძე

კურსის ფასი
₾ 800
რეგისტრაცია

კურსის აღწერა

თანამედროვე სამყაროში, მუდმივად ცვალებადი გლობალური და ლოკალური გამოწვევების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ადამიანთა კაპიტალის მართვა, სწორი პრიორიტეტების დასახვა და მათი ეფექტური აღსრულება.

ერთის მხრივ ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია სწორი HR სტრატეგიის დასახვა, თუმცა არანაკლებ კრიტიკულია ამ სტრატეგიის პრაქტიკაში განხორციელება სხვადასხვა გამოწვევის და ცვლილებების ფონზე.

თანამედროვე HR ინსტრუმენტები და პოლიტიკები იძლევა შესაძლებლობას მხარი ავუბათ მიმდინარე გამოწვევებს ადექვატურად და დროულად ვუპასუხოთ მათ.

ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი

ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი HR მენეჯერებისთვისაც, ვისაც უკვე აქვს პრაქტიკული გამოცდილება ადამიანთა კაპიტალის მართვის სფეროში, თავად შეხვედრია თანამედროვე გამოწვევებს და სურვილი აქვს სხვებსაც გაუზიაროს თავისი გამოცდილება. მეორეს მხრივ მიიღოს ახალი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და დანერგოს სიახლეები თავის კომპანიაში.

ტრენერები

ტრენინგს წარუძღვება ნინო გაჩეჩილაძე, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც HR დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე, ასევე მაღალ მენეჯერულ თანამდებობაზე ბიზნესის მიმართულებით. ნინო წლების განმავლობაში იყო თიბისი ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი. მანამდე არა ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას იკავებდა თიბისი ჯგუფში.

ნინოს აქვს მიღებული განათლება სხვადასხვა უცხოურ სასწავლო ინსტიტუტში (George Washington University, ATTF, Luxembourg, Joint Vienna Institute, Erickson College, Harvard Business School, USAID/World Learning, etc)  როგორც HR-ის, ასევე პროექტების მართვის, ქოუჩინგის და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

კურსი წარიმართება ქართულ ენაზე, გაიცემა სინტაქს აკადემიის სერტიფიკატი.

  • დაწყების თარიღი: 25 მარტი;
  • ხანგრძლივობა: 2 კვირა/18 საათი;
  • დრო: 19:00-22:00;
  • დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.

გაეცანით კურსის დეტალებს:

თანამედროვე HR-ის გამოწვევები

თანამშრომლის გამოცდილება – რას გულისხმობს ის და რა კომპონენტებისგან შედგება

როგორ ვმართოთ სწორად თანამშრომლის გამოცდილების ყველა ეტაპი

დისკუსია ჯგუფში საკუთარი გამოცდილების გაზიარებით და კითხვა პასუხით

შეფასების სისტემა – რა კომპონენტებისგან შედგება ის

აუცილებელია თუ არა ყველა კომპანიას ჰქონდეს შეფასების სისტემა და როგორ ორგანიზაციაში როგორი სისტემა უნდა დავნერგოთ

შეფასების სხვადასხვა სისტემის სხვადასხვა გზით მართვა და მორგება კომპანიის კორპორატიული კულტურისთვის

დისკუსია ჯგუფში საკუთარი გამოცდილების გაზიარებით და კითხვა პასუხით

შეფასების სისტემის მართვის ტექნიკები (მიზნებზე ორიენტირებული შეფასების სისტემა, 360 გრადუსიანი შეფასება)

კომუნიკაციის მნიშვნელოვნება თანამშრომელთა შეფასების დროს (უკუკავშირი თანამშრომლებთან)

დისკუსია ჯგუფში საკუთარი გამოცდილების გაზიარებით და კითხვა პასუხით

რანგირების სისტემა – რას გულისხმობს ის და რა კომპონენტებისგან შედგება

რა ტიპის ორგანიზაციებს სჭირდება რანგირების სისტემა

რა სარგებელი მოაქვს რანგირების სისტემას კომპანიისთვის და რა საბოლოო შედეგს ვიღებთ

დისკუსია ჯგუფში საკუთარი გამოცდილების გაზიარებით და კითხვა პასუხით

თანამშრომელთა ჩართულობა – როგორ გავზომოთ ჩართულობა და როგორ გავაანალიზოთ მიღებული შედეგები

რაში არის შესაძლებელი ჩართულობის კვლევის შედეგების გამოყენება და როგორ ვმართოთ ის

დისკუსია ჯგუფში საკუთარი გამოცდილების გაზიარებით და კითხვა პასუხით

არჩევითი თემა – 5 შეხვედრის შედეგად ტრენერი და ჯგუფი თანხმდებიან ბოლო, მე-6 სესიის განმავლობაში რომელი აქტუალური თემა აირჩეს და მოხდეს მისი განხილვა შეხვედრაზე. ტრენერი შესთავაზებს ჯგუფს აღნიშნულ თემას დამუშავებული ფორმით და მოხდება მასზე დისკუსია ანალოგიურად წინა შეხვედრებისა

კურსის შეჯამება

კმაყოფილების დონის გამოკითხვა

სერტიფიკატების გადაცემა

მენტორები

ნინო გაჩეჩილაძე

დასაწყისი

25 მარტი

დრო

19:00-22:00

ხანგრძლივობა

ორი კვირა/18 საათი

მენტორები

ნინო გაჩეჩილაძე

კურსის ფასი
₾ 800
რეგისტრაცია

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.