გაეცანით კურსის დეტალებს
18 საათი (6 შეხვედრა)
მარიამ ჭლიკაძე
ტრენინგის შესახებ:
თანამედროვე ბიზნესი წარმოუდგენელია IT პროცესების ჩართულობის გარეშე, რაც რიგ გამოწვევების წინაშე აყენებს კომპანიებს – პრობლემების იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია, გადაწყვეტილებებისა და ცვლილებების დოკუმენტაცია და ერთ სივრცეში თავმოყრა, რეპორტინგი და ა.შ. ამის მარტივი გადაწყვეტაა ServiceDesk Plus-ი, რომელიც მოიცავს ყველა პროცესს და აქტივობას IT სერვისების დიზაინის, შექმნის, მიწოდებისა და მხარდაჭერისთვის.
ServiceDesk Plus არის ManageEngine-ის მომსახურების მართვის პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია ITIL-ის(ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ბიბლიოთეკა) საუკეთესო გამოცდილებების პრინციპებზე და ეხმარება თანამედროვე ბიზნესს შეიმუშაოს და აწარმოოს კრიტიკული IT და არა IT სერვისები. ServiceDesk Plus ინტეგრირდება ManageEngine-ის IT მენეჯმენტის გადაწყვეტილებებთან და ბიზნეს აპლიკაციებთან, რაც უზრუნველყოფს თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის ოპერაციების 360 გრადუსიან ხედვას.
ტრენერი: ტრენინგს, კომპანია სინტაქსის IT პროექტების გუნდის ხელმძღვანელი, ManageEngine ServiceDesk Plus დანერგვის სერტიფიცირებული ექსპერტი, მარიამ ჭლიკაძე წარუძღვება, ამ მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
ტრენინგის შემდეგ, გექნებათ ServiceDesk Plus-ში საკითხების დარეგისტრირების, მართვისა და კონფიგურაციის უნარები, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და ეფექტურად აწარმოოთ თქვენი ბიზნესი. ასევე გექნებათ საშუალება აგენერიროთ ანგარიშები და მიიღოთ ინფორმაცია მიმიდნარე პროცესებზე დროის ნებისმიერ ჭრილში.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 საათი, 6 შეხვედრა
ღირებულება: 750 ლარი
კომპანია სინტაქსის IT პროექტების გუნდის ხელმძღვანელი, ManageEngine ServiceDesk Plus დანერგვის სერტიფიცირებული ექსპერტი.
18 საათი (6 შეხვედრა)
მარიამ ჭლიკაძე