ივლისი 30, 2024

IT in Reality – უფასო სასწავლო პროგრამა სტუდენტებისთვის წარმატებით ჩატარდა

კომპანია სინტაქსმა და მისი ქოლგის ქვეშ არსებულმა საგანმანათლებლო მიმართულებამ – სინტაქს აკადემია, IT სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის, ერთობლივი სასწავლო პროგრამა შექმნეს, რომელიც სტუდენტებს, მისცემდა შესაძლებლობას, სრულიად უსასყიდლოდ მიეღოთ ცოდნა და გადაედგათ პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიური სფეროს მიმართულებით.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული სავარჯიშოების კომბინაციით დააგროვეს გამოცდილება როგორც სოფთვეარ ისე ჰარდვეარ მიმართლებით. მოვიცავით ისეთი საკითხები, როგორებიცაა: CompTia A+, ITIL-ის ზოგადი პრინციპები, ITIL-ის პრაქტიკები (სერვის დესკი- SPOC; პრობლემების მენეჯმენტი; ცვლილებების მენეჯმენტი; პროექტ მენეჯმენტი) და ასევე სერვისის გაწევის სხვადასხვა სპეციფიკა IT სფეროში.

კურსს სინტაქს აკადემიის კვალიფიციური ტრენერები – დიმიტრი ერემიანი, დავით სარქისიანი, მარიამ ჭლიკაძე და ელენე ბენდელიანი უძღვებოდნენ.

გუნდის სახელით, წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ სტუდენტს!

Share: