Syntax-ისა და BTU-ს წარმატებული კოლაბორაცია გრძელდება

IT in Reality კურსზე მესამე ნაკადის მიღება დაიწყო!

24 აპრილს, IT კომპანია სინტაქსის წარმომადგენლები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) ეწვივნენ. Syntax-სა და BTU-ს შორის მჭიდრო პარტნიორობა მრავალი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა. ვიზიტის მთავარი მიზანს BTU-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის უფასო ტრენინგ კურსის, “IT in Reality”, შესახებ ინფორმაციის მიწოდებას წარმოადგენდა.

აღნიშნული კურსი ტარდება “სინტაქს აკადემიის” ფარგლებში, რომელიც Syntax-ის საგანმანათლებლო მიმართულებაა და IT სფეროთი დაინტერესებულ დამწყებ კანდიდატებს აძლევს შესაძლებლობას სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გადადგან პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ კარიერაში.

ტრენინგს უძღვებიან სინტაქს აკადემიის კვალიფიციური ტრენერები და კომპანია სინტაქსისის თანამშრომლები, რაც მონაწილეებს რეალურ სამუშაო გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას სთავაზობს.

ახალი კურსი უკვე მესამე წარმატებული კოლაბორაციაა. წინა ორი ნაკადი სრულად BTU-ს სტუდენტებით დაკომპლექტდა, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული მონაწილეები კომპანია სინტაქსში დასაქმდნენ კომპანიაში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს პროგრამის პრაქტიკულ ღირებულებასა და შედეგიანობას.

სტუდენტების შერჩევის პროცესი დაიწყება მაისში, ხოლო ტრენინგ-კურსი ოფიციალურად დაიწყება ივნისში.

ქალების როლი ტექნოლოგიურ სფეროში და გზა უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ

ტექნოლოგიების სფეროში წარმატება ხშირად იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებიც მას ქმნიან. სინტაქსი არა მხოლოდ IT კომპანია, არამედ პროფესიონალთა გუნდის ერთობაა. მარტის კამპანიის ფარგლებში, გადავწყვიტეთ, გაგვეზიარებინა ჩვენს კომპანიაში მომუშავე ქალი თანამშრომლების უნიკალური ისტორიები, მათი პროფესიული გზა და ის ღირებულებები, რაც მათ ჩვენს კომპანიაში ამოძრავებთ.

“სინტაქსი, სწორედ ის კომპანიაა, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს ამსხვრევს. გარდა იმისია, რომ მენეჯერული პოზიციების 100% ქალებს გვიკავია, კომპანია მუდმივად ცდილობს, უფრო მეტი ქალი დააინტერესოს და შემდეგ ჩართოს ამ სფეროში, კიდევ უფრო აამაღლოს ცნობიერება ამ მიმართულებით და მოიძიოს რაც შეიძლება მეტი ქალი ტალანტი.”

“ჩვენი ორგანიზაციული კულტურა ეფუძნება ნდობის, მეგობრობისა და მხარდაჭერის პრინციპებს, რაც ქალ ლიდერებს გვაძლევს მოტივაციას, ზღვა შესაძლებლობებში მივიღოთ გამოწვევები მარცხის შიშის გარეშე, რომელსაც, როგორც წესი ყოველთვის მივყავართ გამარჯვებამდე.”

“სინტაქსი – არის სანდო პარტნიორი, რომელიც ორგანიზაციებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შერჩევასა და დანერგვაში ეხმარება. ჩვენს გუნდში, ქალებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვასა და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციაში, რაც ორგანიზაციებს უფრო ეფექტური მართვის შესაძლებლობას აძლევს.”

“ჩვენს ორგანიზაციაში ქალები არა მხოლოდ აქტიურად არიან ჩართული ტექნოლოგიურ სფეროში, არამედ ლიდერულ პოზიციებსაც იკავებენ, რაც ორმაგად საამაყოა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სინტაქსი ქმნის გარემოს, სადაც თანასწორობა, მხარდაჭერა, განვითარება და პროფესიონალიზმი ერთმანეთთან თანხვედრაშია.”

“წლების წინ, შრომითი ბაზარი მზად არ იყო ქალების ტექნოლოგიების სფეროში დასასაქმებლად. გოგო და ბიჭი კანდიდატები თანაბარ შესაძლებლობებსა და ინფორმაციას ვერ იღებდნენ. მიხარია, რომ ამ კუთხით ბევრი რამ შეიცვალა და კიდევ უფრო მიხარია, რომ წარმოვადგენ კომპანიას, რომელიც მხარს უჭერს ყველა დაინტერესებულ კანდიდატს.”

“ვამაყობ, რომ სინტაქსი არის ადგილი, სადაც თითოეულ ქალს შეუძლია კარიერული წინსვლა, საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება და ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანა.”

კამპანიის მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად აგვემაღლებინა ცნობიერება და თანამშრომელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით გვეთქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ფასეულია ქალების როლი ტექნოლოგიურ სფეროში.

ჩვენ ვამაყობთ, რომ სინტაქსის გუნდში გვყავს ძლიერი, პროფესიონალი, კრეატიული და შრომისმოყვარე ქალები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ინოვაციებს, ავითარებენ კომპანიას და ახალი შესაძლებლობებისთვის კვალავენ გზას 🚀

© 2023-25 Syntax. All right reserved.