ITIL (ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ბიბლიოთეკა) დაგეხმარებათ გაამარტივოთ და უფრო ეფექტური გახადოთ ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მართვა და მიწოდება. მეთოდოლოგია აერთიანებს საერთაშორისოდ აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკების ნაკრებს, რომელიც გამოცდილებების შედეგად შეიქმნა; კურსის ფარგლებში მიიღებთ საფუძვლიან ცოდნას, თუ როგორ იქმნება ღირებულება მომხმარებელთან ერთად (value co-creation) პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურად მართვის გზით და როგორ გამოიყენოთ ITIL თანამედროვე გარემოში – მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით.
ღირებულება მოიცავს როგორც ტრენინგს, ისე საერთაშორისო გამოცდაზე გასვლას/სერტიფიცირებას.
ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი
ტრენინგი განკუთვნილია როგორც ციფრულ ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანებისთვის, ისე, ბიზნესში გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რადგან ამ ორი რგოლის ერთობლივი მუშაობითაა შესაძლებელი, ციფრული სერვისების მიწოდებისას, ღირებული ფასეულობის დაგენერირება.
პროცესი, თეორიულ ნაწილთან ერთად, მოიცავს ქართულ რეალობას მორგებულ პრაქტიკულ მაგალითებსაც და წარიმართება სრულად ქართულ ენაზე.
კურსზე დარეგისტრირებულებს მიეცემათ წვდომა ITIL სერტიფიცირებისათვის სამეცადინო ელექტრონულ წიგნზე და ტრენინგის ბოლოს, ჩატარდება კომპეტენციის განმსაზღვრელი ტესტირება, რომელიც ერთგვარი საზომი იქნება პრეტენდენტის მზაობისა, ITIL V5 Foundation-ის საერთაშორისო გამოცდისთვის.
კურსის დასრულების შემდეგ თქვენ: გაიგებთ ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მართვის ძირითად პრინციპებს; გამოიყენებთ ITIL-ის სახელმძღვანელო პრინციპებს პრაქტიკაში; გაიაზრებთ 4 განზომილებას და მათ გავლენას სერვისებზე; აღწერთ პროდუქტისა და სერვისის სრულ სასიცოხლო ციკლს; გაიგებთ Value System-ის სტრუქტურასა და დანიშნულება; მართავთ და გაანალიზებთ value streams; გამოიყენებთ AI-სა და ავტომატიზაციას ITIL პრაქტიკებში; გაიგებთ ITIL-ის კავშირს DevOps-სა და PRINCE2-თან; მზად იქნებით ITIL® Foundation (Version 5) საერთაშორისო გამოცდაზე გასვლისთვის.
Core concepts, definitions, and terminology of ITIL 5
Structure and benefits of ITIL 5 (digital product and service management)
Components: guiding principles, governance, value chain, management practices, continual improvement
Seven Guiding Principles: Focus on Value, Start Where You Are, Progress Iteratively with Feedback, Collaborate and Promote Visibility, Think and Work Holistically, Keep It Simple and Practical, Optimize and Automate
Governance: enabling nature and activities
Value chain: key definitions (incident, event, release, service request, problem, error, known error, SRE, observability, CI/CD)