ივლისი 22, 2025

კომპანია სინტაქსი Dubai Chambers-ის ოფიციალური წევრია!

კომპანია სინტაქსი ოფიციალურად შეუერთდა Dubai Chambers-ს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნესორგანიზაციას, რომელიც დუბაის მთავრობის ინიციატივით შეიქმნა და აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს განვითარებას, სტრატეგიული პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამ ორგანიზაციის წევრობა ნიშნავს მტკიცე მხარდაჭერას, მაღალ პრესტიჟსა და წვდომას გლობალურ ქსელებზე.

კომპანია სინტაქსმა წარმომადგენლობა დუბაიში გახსნა, რაც კიდევ უფრო მეტად გვაძლევს საშუალებას ჩავერთოთ რეგიონულ ინიციატივებში და დავამყაროთ მძლავრი კავშირები ახლო აღმოსავლეთის წამყვან ბიზნესებთან.

განსაკუთრებით გვეამაყება, რომ დუბაის ბაზარზე გავედით საგანმანათლებლო მიმართულებითაც — სინტაქს აკადემიის კურსებით, რაც გულისხმობს, რომ ადგილობრივ პროფესიონალებს ვთავაზობთ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ხუთ სასწავლო პროგრამას:

Dubai Chambers-ის წევრობა ჩვენთვის ნიშნავს ახალ შესაძლებლობებზე წვდომას, საერთაშორისო ბაზარზე გაძლიერებულ პოზიციონირებასა და პარტნიორობებს, რომლებიც გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შევძინოთ ჩვენს საქმიანობას.

ეს მხოლოდ დასაწყისია. სინტაქსი აგრძელებს ზრდასა და განვითარებას — უკვე გლობალური მასშტაბით.

Share: