მარტი 3, 2025
ქალების როლი ტექნოლოგიურ სფეროში
იყო დრო, როდესაც არსებობდა სტერეოტიპი, რომ IT სფეროში მომუშავე ადამიანი აუცილებლად კაცი უნდა ყოფილიყო, ხოლო ქალებს ამ ინდუსტრიაში ადგილის დამკვიდრება უჭირდათ. დღეს, ქალების როლი ტექნოლოგიურ სფეროში საკმაოდ გამოკვეთილია, რაც არამარტო ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებისთვის, არამედ საზოგადოებაში სტერეოტიპული მიდგომების დამსხვრევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის გამოწვევები, პროგრესი აშკარაა – მეტი ქალი იღრმავებს ცოდნას ტექნოლოგიების მიმართულებით და წარმატებით საქმდება სფეროს წამყვან პოზიციებზე.
სინტაქსის როლი ქალების ტექნოლოგიური მიმართულებით გაძლიერებაში
გამოწვევების კვალდაკვალ, კომპანია სინტაქსი მუდმივად ცდილობს შექმნას გარემო, რომელიც მხარს უჭერს ქალებს – არა მხოლოდ დასაქმების მხრივ, არამედ მათი პროფესიული განვითარებისთვისაც. ჩვენ გვეამაყება, რომ ორგანიზაციაში მომუშავე თანამშრომლების 75%-ს სწორედ ქალები შეადგენენ, უფრო მეტიც, მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლების 100% სწორედ ქალებისგან არის დაკომპლექტებული.



მხარდაჭერის ინიციატივას, რამდენიმე მიმართულებით ვავითარებთ:
უნივერსიტეტებთან კოლაბორაცია – კომპანია სინტაქსი თანამშრომლობს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან, მათ შორის მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU), რომელთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საშუალება გვაქვს განვახორციელოთ ისეთი ერთობლივი ტრენინგები, სემინარები და პროექტები, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქალთა გაძლიერებასა და მათ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებას.


27 თებერვალს, პარტნიორი ორგანიზაციის სახელით, მონაწილეობა მივიღეთ ფართომასშტაბიანი პროექტის – “ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში”, I სეზონის დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც განხორციელდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებითა და წამყვანი ლიეტუვური ორნაგიზაციის – Woman Go Tech-ის ჩართულობით. ტექ სფეროში დასაქმებით დაინტერესებულ პროგრამის ბენეფიციარებს გავაცანით კომპანიის საქმიანობა და კარიერული შესაძლებლობები.
სინტაქს აკადემია – კომპანია Syntax-ის საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც ცოდნის გაზიარებასა და პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული. სფეროს ხელშეწყობის მიზნით, აკადემიაში შეიქმნა სრულიად უსასყიდლო სასწავლო პროგრამა სტუდენტებისთვის – IT in Reality, რომელიც აერთიანებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას IT მიმართულებით და ხელს უწყობს კურსდამთავრებულების ანაზღაურებად სტაჟირებას როგორც ჩვენს, ისე მეგობარ კომპანიებში. შერჩევის პროცესში, ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ გენდერული ბალანსი და გვეამაყება, რომ დღეს IT in Reality-ს კურსდამთვრებული – ანა, უკვე ჩვენი გუნდის წევრია და კომპანიაშივე განვაგრძობთ მის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.



ტექნოლოგიების ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებში ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქალთა გაძლიერებისთვის. სინტაქსი არა მხოლოდ ხელს უწყობს დასაქმების შესაძლებლობასა და კარიერულ განვითარებას არამედ ქმნის გარემოს, სადაც თანამშრომელთა ყველა იდეა დაფასებულია.