მაისი 15, 2025

კომპანია სინტაქსსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2025 წლის 13 მაისს IT კომპანია სინტაქსის წარმომადგენლები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის.

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ პროექტებზე მუშაობას, ასევე სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობას ტექნოლოგიების სფეროში.

ვიზიტის დროს სინტაქსის გუნდმა შეხვედრა გამართა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სკოლის დეკანთან და განიხილა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

სტუდენტებს წარედგინა სინტაქს აკადემიის საგანმანათლებლო ინიციატივა — IT in Reality, რომელიც რეალურ პროექტებზე მუშაობის გზით ეხმარება მათ, გაიღრმავონ ცოდნა და პრაქტიკული უნარები IT სფეროში.

შეხვედრის პარალელურად დაინტერესებულ სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია კურსის სილაბუსისა და შინაარსის შესახებ. მათ ადგილზევე ჰქონდათ კურსზე რეგისტრაციის შესაძლებლობა სპეციალური ბმულის საშუალებით.

სასიამოვნო სიახლეა, რომ შერჩევის ეტაპი უკვე დასრულებულია და დაკომპლექტდა პირველი ჯგუფი, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებიც მოხვდნენ. It in Reality კურსი კი 2 ივნისს დაიწყება.

Share: