პირველი ხაზის მხარდაჭერის სპეციალისტი

ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა

გამოცდილება: 1 წელი

11 საათის

IT კომპანია “სინტაქსი” (https://www.syntax.ge), რომლის მიზანს კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების გუნდში პირველი ხაზის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

დამატებითი სარგებელი:

** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
** სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მასშტაბით თანამშრომლებისთვის პირველადი დახმარების გაწევა – როგორც ჰარდის, ასევე სოფტის მიმართულებით;
** პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობა – პრინტერი, სკანერი და ა.შ;
** სერვის დესკის მართვა – მოთხოვნების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ესკალაცია და კონტროლი;
** მიმართულების შესაბამის სპეციალისტთან დამუშავებული მოთხოვნის დელეგირება;
** დარეგისტრირებული მოთხოვნის დედლაინების კონტროლი და უკუკავშირი შესაბამის მომხმარებელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** გუნდთან მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირება და ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ ფორმა ან გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე – hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

თარიღი

აქტუალურია until 26.02.2026-მდე


    © 2023-26 Syntax. All right reserved.