ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა
გამოცდილება: 1 წელი
8 საათის
IT კომპანია “სინტაქსი” (https://www.syntax.ge), რომლის მიზანს კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების გუნდში პირველი ხაზის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
დამატებითი სარგებელი:
** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
** სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მასშტაბით თანამშრომლებისთვის პირველადი დახმარების გაწევა – როგორც ჰარდის, ასევე სოფტის მიმართულებით;
** პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობა – პრინტერი, სკანერი და ა.შ;
** სერვის დესკის მართვა – მოთხოვნების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ესკალაცია და კონტროლი;
** მიმართულების შესაბამის სპეციალისტთან დამუშავებული მოთხოვნის დელეგირება;
** დარეგისტრირებული მოთხოვნის დედლაინების კონტროლი და უკუკავშირი შესაბამის მომხმარებელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** გუნდთან მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირება და ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ ფორმა ან გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე – hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!