გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

ფინანსური უწყება

Analytics Plus ფინანსური უწყებისთვის

12 მიზეზი თუ რატომ სჭირდება თქვენს ორგანიზაციას ManageEngine Analytics Plus.

თუ ამ გამოწვევებიდან თქვენს ორგანიზაციაში 3 მათგანს მაინც აწყდებით:

  • ორგანიზაციაში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგროვებული ინფორმაციის დამუშავების სირთულე;
  • მრავალფეროვანი და დეტალური რეპორტინგის წარმოების სირთულე;
  • შეტყობინების მიღება დაგენერირებულ რეპორტებში წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულებზე, ადამიანური რესურსების მინიმალური ჩარევით;
  • არასტანდარტული რეპორტინგის/დეშბორდების წარმოების სირთულე, რომელიც დიდ დროს მოითხოვს;
  • სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფებში, სტატისტიკური ანალიტიკის მიზნით, მოცულობითი ინფორმაციის ერთიან სივრცეში თავმოყრის სირთულე;
  • ორგანიზაციაში მრავალი მომხმარებლისთვის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა;
  • კომენტარების/უკუკავშირების გაკეთება დაგენერირებულ რეპორტებზე, ერთსა და იმავე პროგრამულ უზრუნველყოფაში;
  • დიდი მოცულობის რეპორტში, მრავალფეროვანი ფილტრებით მონცემების დაგენერირების სირთულე;
  • მრავალი შაბლონური რეპორტების არარსებობა;
  • წინასწარ დაგენერირებული რეპორტების სასურველი პერიოდულობით ავტომატურად მიღების სირთულე;
  • ადამიანური რესურსების ჩარევის გარეშე, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერით, ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრის სირთულე;
  • ანალიტიკის თულთან წვდომის სირთულე, ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობის გამოყენებით, სცხვადასხვა ადგილიდან.

მაშინ, კომპანია სინტაქსი Analytics Plus-ის საშუალებით, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს გთავაზობთ.

  1. შეძლებთ ორგანიზაციაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგროვებული ინფორმაციის დამუშავებას ერთიან სივრცეში;
  2. შეძლებთ მრავალფეროვანი და დეტალური რეპორტინგის წარმოებას (მაგალითად: გრაფიკული, ტაბულარული, მატრიცული, შემაჯამებელი და სხვა სახის რეპორტები);
  3. შეძლებთ მიიღოთ ავტომატური შეტყობინებები, დაგენერირებულ რეპორტებში, წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულებზე, ადამიანური რესურსების მინიმალური ჩარევით;
  4. შეძლებთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით (ZIA) აწარმოოთ არასტანდარტული რეპორტინგი/დეშბორდები მინიმალურ დროში;
  5. შეძლებთ ინტეგრირება განახორციელოთ სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან და თავი მოუყაროთ მოცულობით ინფორმაციას ერთიან სივრცეში, სტატისტიკური ანალიტიკის მიზნით;
  6. შეძლებთ მომხმარებლებს გაუწეროთ შესაბამისი წვდომები და უფლებები, იმისათვის, რომ ჰქონდეთ მხოლოდ თქვენთვის სასურველ ინფორმაციაზე წინასწარ განსაზღვრული ხელმისაწვდომობა;
  7. შეძლებთ ერთსა და იმავე პროგრამულ უზრუნველყოფაში, ნებისმიერ რეპორტზე დატოვოთ შესაბამისი კომენტარები და უკუკავშირები დამატებითი საკომუნიკაციო არხების გარეშე;
  8. შეძლებთ დიდი მოცულობის რეპორტში დააგენერიროთ მონაცემები მრავალფეროვანი ფილტრებით;
  9. შეძლებთ პროგრამაში არსებული სხვადასხვა მრავალფეროვანი შაბლონების გამოყენებას, თქვენთვის სასურველი მონაცემების ანალიტიკისთვის;
  10. შეძლებთ ავტომატურად მიიღოთ წინასწარ დაგენერირებული რეპორტები თქვენთვის სასურველი პერიოდულობით;
  11. შეძლებთ ადამიანური რესურსების მინიმალური ჩარევით მიიღოთ ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო კრიტერიუმები, რომლის პროგნოზსაც უზრუნველყოფს Analytics Plus გარკვეული დროის ჭრილში მონაცემებზე დაკვირვებით, რაც დაგემხარებათ ბიზნესის სამომავლო გეგმების განსაზღვრაში;
  12. შეძლებთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვომდა გქონდეთ როგორც Web-იდან, ისე მობილური აპლიკაციის გამოყენებით.

რომ შევაჯამოთ:

ManageEngine Analytics Plus – ის პროგრამული უზრუნველყოფა ორგანიზაციას ეხმარება აწარმოოს სხვადასხვა სახის რეპორტები და უზრუნველყოს მონაცემების ვიზუალიზაცია, რაც საშუალებას იძლევა მარტივად გაანალიზდეს არსებული ინფორმაცია და მოხდეს ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება.


© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.