გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

Microsoft პროდუქტები

CRM სისტემა Microsoft Dynamics 365-ში

ბიზნესის პასუხი დინამიურ გარემოს

Dynamics 365 გთავაზობთ CRM (მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი) აპლიკაციების კომპლექტს, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია კომპანიისა და არსებული/პოტენციური მომხმარებლის ურთიერთობასთან. ის ეხმარება კომპანიებს გაამარტივონ პროცესები და გახადონ ბიზნესი უფრო მომგებიანი.

ორგანიზაციისთვის მომგებიანობას, პროდუქტიულობას, კოლაბორაციასა და უსაფრთხოებას ქმნის:

  • Dynamics 365 Sales, რომელიც ფოკუსირებულია გაყიდვების პროცესებზე, მათ შორის ლიდების გენერირებაზე, შესაძლებლობების მენეჯმენტსა და ექაუნთების მართვაზე;
  • Dynamics 365 Marketing, რომელიც უზრუნველყოფს მარკეტინგული პროცესების ავტომატიზაციას, ლიდებზე ზრუნვას და სხვადასხვა კამპანიის მართვას;
  • Dynamics 365 Customer Service, რომელიც გთავაზობთ მომხმარებელთა მხარდაჭერის, ინციდენტების გადაჭრისა და ცოდნის ბაზის მართვისთვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს;
  • Dynamics 365 Field Service, რომელიც მართავს საველე მომსახურების ოპერაციებს, მათ შორის დაგეგმვას, დისპეტჩერიზაციას და მოძრავი სამუშაო ძალის მართვას;
  • Dynamics 365 Project Operations, რომელიც მართავს პროექტზე დაფუძნებულ ბიზნესს, მათ შორის ბილინგის, რესურსების განაწილებისა და პროექტის მომგებიანობის ნაწილს;
  • Dynamics 365-ში CRM-ის ბენეფიტები, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გაუმჯობესებულ თანმიმდევრულობას, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლთა კომუნიკაციის ყველა ინფორმაცია ინახება ერთ მონაცემთა ბაზაში. ის გამორიცხავს მონაცემთა ერთ დეპარტამენტში ჩაკეტვის საშიშროებას და უზრუნველყოფს სიზუსტესა და გაძლიერებულ თანამშრომლობას. გუნდებს აქვთ შესაძლებლობა გაცვალონ ინფორმაცია და გაუზიარონ შეხედულებები ორგანიზაციის შიგნით, ასევე ჰქონდეთ მომხმარებელთან დაკავშირებული ქმედებების ერთიანი ხედვა, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას მომხმარებელს გაუწიოს უფრო პერსონალიზებული და ეფექტური მომსახურება.

საერთო ჯამში, CRM სისტემა Dynamics 365-ში წარმოადგენს მომხმარებელთან ურთიერთობის მართვისა და ბიზნესის ზრდისთვის საჭირო მძლავრ ინსტრუმენტს.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.