გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

ავტობიზნესი

LOG360 ავტობიზნესის სექტორისთვის

6 მიზეზი თუ რატომ სჭირდება თქვენს ორგანიზაციას ManageEngine LOG360.


თუ ამ გამოწვევებიდან თქვენს ორგანიზაციაში 3 მათგანს მაინც აწყდებით:

  • ორგანიზაციაში, არსებულ სისტემებში (Soft/Hard) წარმოქმნილი პრობლემებისა და გამომწვევი მიზეზების უმოკლეს დროში აღმოჩენის სირთულე, რაც შემდგომში იწვევს სამუშაო პროცესის შეჩერებას (დაუნთაიმს);
  • ლოგების ანალიზისას, თანამშრომლის მიერ, შეცდომების მექანიკურად დაშვება (მათ შორის, გამორჩენილი უსაფრთხოების ლოგები) და ათასობით წყაროებიდან ლოგების თავმოყრის სირთულე;
  • სხვადასხვა წყაროს ლოგებს შორის, კორელაციის აღმოჩენის სირთულე;
  • თითოეული წყაროს ლოგების დაარქივება;
  • ავტობიზნესის სექტორისთვის აუცილებელი Custom აპლიკაციებიდან, ლოგების ავტომატურად შეგროვება (აპლიკაციები, რომლებსაც არ აქვთ ლოგების ავტომატური ფორვარდინგის ფუნქცია);
  • ლოგების მიხედვით, თანამშრომელთა სამუშაო ქცევის, უჩვეულო გამოვლინების აღმოჩენა.

მაშინ, კომპანია სინტაქსი LOG360-ის საშუალებით, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს გთავაზობთ.

  1. შეძლებთ ათასობით ლოგში მარტივად აღმოაჩინოთ თქვენთვის საჭირო/პრობლემური ჩანაწერი, რომელიც აფერხებს ბიზნეს პროცესებს (დაუნთაიმის შემცირება);
  2. შეძლებთ ლოგების სორტირებას თქვენთვის საჭირო ფილტრებით, თანამშრომლის მიერ მექანიკური შეცდომების დაშვების (კრიტიკული ლოგის უყურადღებოდ დატოვება) თავიდან ასაცილებლად;
  3. შეძლებთ თქვენთვის საჭირო ლოგების ავტომატურ კორელაციას (Eventlog Analyzer), რაც დაგეხმარებათ სწრაფად დააიდენტიფიციროთ თქვენს IT ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები და შეამციროთ უსაფრთხოების გამოწვევა;
  4. შეძლებთ შემოსული ლოგების არქივების ნახვას ნებისმიერ დროს (ლოგები ავტომატურად არქივდება 24 საათში ერთხელ, ხოლო 7 დღეში ერთხელ ხდება კომპრესაცია);
  5. შეძლებთ თქვენი ინდივიდუალური პროგრამული უზრუნველყოფებიდან (რომელსაც არ აქვს ლოგების ავტომატური მიწოდების ფუნქცია) ავტომტურად მოაქციოთ ლოგები ერთიან სივრცეში;
  6. შეძლებთ მომხმარებლის ქცევის (დრო, სიხშირე, მუშაობის ჩვეული შაბლონი) ავტომატურ შესწავლასა და უჩვეულო ქცევის შემთხვევაში, სისტემაში ავტომატურად მიღებული შეტყობინების ნახვას.

LOG360 შედგება:

EventLog Analyzer

AD Audit Plus

Exchange Server Auditing

M365/Azure AD Auditing

User & Entity Behavior Analytics (UEBA)

რომ შევაჯამოთ:

ManageEngine LOG360 – შესაძლებლობას მოგცემთ ერთიან სივრცეში მოაქციოთ ათასობით ლოგ ფაილი, აკონროლოთ, ავტომატიზირებულად მიიღოთ ინფორმაცია კოლერაციებისა და უჩვეულო ქმედებების შესახებ და ამ ყველაფრის დახმარებით, უზრუნველყოთ ორგანიზაციის შეუფერხებელი მუშაობა და უსაფრთხოება.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.