გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

Microsoft პროდუქტები

Microsoft Access

Macro სამყარო Micro-Soft-ებით

MS Access წარმოადგენს Microsoft-ის მონაცემთა ბაზის მართვის სისტემას, რომელიც დაგეხმარებათ შეინახოთ, მართოთ და გააანალიზოთ მონაცემები. აპლიკაცია განსაკუთრებით დააინტერესებთ მათ, ვისაც ხშირად უწევს მცირე და საშუალო ზომის პროექტებთან მუშაობა, რომლებიც თავის მხრივ საჭიროებენ მონაცემთა სტრუქტურირებულ მართვას.

ორგანიზაციისთვისა და ინდივიდუალური მომხმარებლისთვის პროდუქტიულობას და კოლაბორაციას ქმნის:

  • მონაცემთა მარტივი მენეჯმენტი ერთ სივრცეში, რომელიც დაგეხმარებათ შეინახოთ და დააორგანიზოთ დიდი რაოდენობით ინფორმაცია, როგორებიცაა კონტაქტები, ინვენტარი ან ფინანსური ჩანაწერები და შეძლოთ მათი მარტივად მოძიება;
  • მოქნილი კონფიგურაცია, რისი საშუალებითაც თქვენ შეძლებთ შექმნათ თქვენს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ფორმები, მოთხოვნები და ანგარიშები, რაც გაგიადვილებთ მონაცემების შეყვანას და სწრაფად მოძიებას;
  • ავტომატიზაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ განმეორებადი ამოცანების ავტომატიზირება, როგორიცაა ანგარიშების გენერირება ან შეხსენებების გაგზავნა, შედეგად, თქვენ შეძლებთ ფოკუსირება მოახდინოთ სტრატეგიულ ამოცანებზე და არა რუტინულ საქმიანობაზე;
  • კოლაბორაცია ერთ სივრცეში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად იმუშაონ ერთსა და იმავე მონაცემთა ბაზაზე, რაც გუნდებს გაუადვილებს ინფორმაციის გაზიარებას და ერთ კონკრეტულ დოკუმენტზე ერთდროულად მუშაობას;
  • ინტეგრაციის შესაძლებლობა, რომელიც კარგად მუშაობს Microsoft Office-ის სხვა ინსტრუმენტებთან, როგორიცაა Excel და Word, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ შეძლებთ მარტივად დააიმპორტოთ და დააექსპორტოთ მონაცემები, შესაბამისად დაზოგოთ დრო.

დაჯავშნე გასაუბრება

გაყიდვების გუნდი

Manager

დაჯავშნე ზარი

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.