გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

Microsoft პროდუქტები

Microsoft Dynamics 365

ბიზნესის პასუხი დინამიურ გარემოს

ბიზნესის დინამიური ბუნების გათვალისწინებით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება აპლიკაციების დანერგვა, რომლებიც ცვალებად ტენდენციებთან მარტივად ადაპტირდებიან. ამ სცენარით, Microsoft-მა წარმოადგინა ბიზნეს აპლიკაციების ოჯახი – Dynamics 365, რომელიც მოიცავს ათზე მეტ აპლიკაციას/ედონს, რომლებიც თავის მხრივ აერთიანებს ERP და CRM სისტემებს.

Dynamics 365 უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს სხვადასხვა გუნდებისთვის, როგორებიცაა მარკეტინგი, გაყიდვები, ფინანსები, ოპერაციები და სხვა. ის ორიენტირებულია, როგორც მომხმარებლებთან ურთიერთობის, ისე ორგანიზაციის შიდა პროცესების ეფექტურ დაგეგმვასა და მართვაზე, საჭიროებების აღმოჩენასა და დროულად პასუხზე.

როგორ ახერხებს ამას Dynamics 365?

პროგრამული უზრუნველყოფების – ERP-ისა (საწარმოთა რესურსების დაგეგმვა) და CRM-ის (მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი) ინსტრუმენტების ერთობლიობით, რომელსაც დამატებით აძლიერებს AI-ს ინსტრუმენტი – Microsoft Dynamics 365 Copilot.

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.