Macro სამყარო Micro-Soft-ებით
Microsoft OneDrive წარმოადგენს Microsoft 365-ის ღრუბლოვან სერვისს/აპლიკაციას, რაც საშუალებას გაძლევთ ატვირთოთ, შეინახოთ და დაიცვათ დოკუმენტები დაკარგვისგან, ასევე, შეძლებთ გააზიაროთ დოკუმენტები სხვებთან და გქონდეთ მათზე წვდომა თქვენი ყველა მოწყობილობიდან.
ორგანიზაციისთვისა და ინდივიდუალური მომხმარებლისთვის პროდუქტიულობას/კოლაბორაციას და უსაფრთხოებას ქმნის:
- ღრუბლოვან საცავში დოკუმენტების შენახვა, იმისათვის, რომ შემცირდეს მათი დაკარგვის რისკი;
- მოქნილი სტატუსები: Always keep on this device; დოკუმენტების მხოლოდ ღრუბლოვან საცავში შენახვა, რაც უზრუნველყოფს თქვენი მოწყობილობის მეხსიერების დაზოგვას (Free up space) და სხვა;
- დოკუმენტის ან მისი ბმულის გაზიარება, ნებისმიერ პლატფორმაზე, შეზღუდული ან შეუზღუდავი დროით, მათში ცვლილებების შეტანა და ერთდროულად მუშაობა კონკრეტულ დოკუმენტზე;
- ჩასწორებული დოკუმენტების ძველ ვერსიაზე დაბრუნება, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ცვლილება თქვენთვის არასასურველია (Version History);
- ღრუბლოვანი საცავი, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტების უსაფრთხოდ შენახვას და იმართება თქვენი პოლიტიკის შესაბამისად, ასევე, შესაძლებლობას გაძლევთ ნახოთ/შეამოწმოთ დოკუმენტზე მუშაობის ისტორიაც;
- კონკრეტულ დოკუმენტებზე შესაბამისი წვდომების გაცემის შესაძლებლობა.