Macro სამყარო Micro-Soft-ებით
Microsoft Outlook წარმოადგენს Microsoft 365-ის ელექტრონული ფოსტის სერვისს/აპლიკაციას, რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენი ელ-ფოსტა, კალენდარი და საკონტაქტო ინფორმაცია ერთ სივრცეში.
ორგანიზაციისთვისა და ინდივიდუალური მომხმარებლისთვის პროდუქტიულობას/კოლაბორაციას და უსაფრთხოებას ქმნის:
- აუთლუქის ერთიანი დაცული პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ/გააგზავნოთ მეილები და მართოთ თქვენი ელ-ფოსტა სხვადასხვა მოწყობილობიდან, შესაბამისად იმუშაოთ თავისუფლად და ამავდროულად დაიცვათ კომპანიის მნიშვნელოვანი ინფორმაცია;
- ინფორმაციის ორგანიზების ინსტრუმენტები, რაც უამრავ ინფორმაციაში მარტივად ნავიგაციის და მუშაობის საშუალებას მოგცემთ, მათ შორის მეილების დაპინვის, მონიშნული მეილების ავტომატურად To Do ლისტში ჩაგდებისა და კატეგორიებისთვის ფერის მინიჭების შესაძლებლობები;
- კალენდრის მართვის შესაძლებლობა, რაც ყველა ჩვეულებრივ ფუნქციონალთან ერთად გვთავაზობს Book with me ფუნქციას, შეხვედრების თავისუფალი დროების გაზიარების შესაძლებლობით, სადაც მისაღები მონიშნული დრო ავტომატურად დააგენერირებს შეხვედრას;
- ავტომატიზაციის შესაძლებლობები, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოამზადოთ მეილი წინასწარ და მიუთითოთ გაგზავნის დრო.