გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

Microsoft პროდუქტები

Microsoft Planner

Macro სამყარო Micro-Soft-ებით

Microsoft Planner წარმოადგენს Microsoft Office 365-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აპლიკაციას, სადაც შეძლებთ დააყენოთ ამოცანები, თვალყური ადევნოთ მათ პროგრესს, მართოთ დრო, ჩახედოთ საჭირო მოქმედებების დეტალებს და თვალყური ადევნოთ დავალებების შესრულების პროგრესს.

Planner-ის მთავარი უპირატესობაა Office 365 გარემოში ბუნებრივი ინტეგრაციის შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეგიძლიათ ისეთ აპლიკაციებთან, როგორიცაა Outlook, Microsoft Teams და სხვა.

ორგანიზაციისთვისა და ინდივიდუალური მომხმარებლისთვის პროდუქტიულობას ქმნის:

  • განმეორებადი დავალებების შაბლონებში მოქცევა, რაც ზოგავს დროს ამოცანების დასაორგანიზებლად;
  • Microsoft Planner-ის Outlook კალენდარში დამატება, რაც საშუალებას იძლევა მიიღოთ შეტყობინებები, ყველა დაგეგმილი შესასრულებელი ამოცანის შესახებ;
  • სვეტების გამოყენება პროექტების სტატუსის ან დასახელებების მიხედვით, რაც დაგეხმარებათ მარტივად დაალაგოთ და ვიზუალურად გამოკვეთოთ პროექტების პროგრესი ან ცალკეული პროექტის სრული მიმდინარეობა;
  • List, Board და Charts View, რომელიც გულისხმობს ყველა ამოცანის სრულ ხედვასა და ორგანიზებას, რაც თავის მხრივ მოიცავს, პროექტებისა და პრიორიტეტული ამოცანების შესრულების ეტაპებს.

Planner-ის საშუალებით, ორგანიზაციებს კოლაბორაციის გასამარტივებლად შეუძლიათ:

  • დოკუმენტების ან ბმულების დავალებებზე მიმაგრება, რაც გუნდის თითოეულ წევრს საშუალებას მისცემს იხილოს დავალებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია;
  • Chart view-ს საშუალებით, სხვადასხვა ხედვის გამოყენება სიტუაციის სწრაფი ანალიზისთვის.

რომ შევაჯამოთ, Planner-ის საშუალებით, ორგანიზაციებს შესაძლებლობა გაქვთ პროდუქტიული გზით, მარტივად დაუკავშირდეთ კოლეგებს, გაუზიაროთ მათ დავალებები და ერთად იმუშაოთ სხვადასხვა პროექტზე.

დაჯავშნე გასაუბრება

გაყიდვების გუნდი

Manager

დაჯავშნე ზარი

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.