გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

Microsoft პროდუქტები

Microsoft Power BI

Macro სამყარო Micro-Soft-ებით

Microsoft Power BI წარმოადგენს Microsoft-ის მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ბიზნეს ანალიტიკის სერვისს/აპლიკაციას, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ, გააანალიზოთ და წარმოადგინოთ მონაცემები მარტივად და ეფექტურად.

აპლიკაცია განსაკუთრებით დააინტერესებთ მათ, ვისაც სურს მონაცემების სწრაფი და სიღრმისეული ანალიზი, მათი ვიზუალურ ფორმატში წარმოდგენა და ასევე ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება.

ორგანიზაციისთვისა და ინდივიდუალური მომხმარებლისთვის პროდუქტიულობას და კოლაბორაციას ქმნის:

  • მონაცემების ვიზუალიზაცია და ანალიზი ერთ სივრცეში, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოადგინოთ და გააანალიზოთ მონაცემები ისე, რომ ადვილად დააიდენტიფიციროთ ტენდენციები და ანომალიები, რაც თავის მხრივ ბიზნესს დაეხმარება მიიღოს გადაწყვეტილებები ზუსტ და უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით;
  • მონაცემთა კონსოლიდაცია და ინტეგრირება სხვადასხვა ბაზებიდან, ცხრილებიდან, ღრუბლოვანი სერვისებიდან და ა.შ, რაც საშუალებას გაძლევთ გქონდეთ თქვენი ოპერაციული საქმიანობის ერთიანი ხედვა;
  • რეალურ დროში ძირითადი მეტრიკისა და KPI-ების მონიტორინგის შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებით საჭიროა ისეთი ინდუსტრიებისთვის, როგორებიცაა ფინანსები, საცალო ვაჭრობა და წარმოება, სადაც აუცილებელია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება;
  • Power BI-ს გაზიარებისა და თანამშრომლობის ფუნქციები, რომელიც აადვილებს ორანიზაციაში კოლეგებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან მუშაობას;
  • მონაცემთა მოდელირების შესაძლებლობები, რაც საშუალებას იძლევა სწორად გაწეროთ ორგანიზაციის ბიზნეს პროცესები, აღმოაჩინოთ პროცესში არსებული შეფერხებები, არაეფექტურობა და დააიდენტიფიციროთ გასაუმჯობესებელი ადგილები.

დაჯავშნე გასაუბრება

გაყიდვების გუნდი

Manager

დაჯავშნე ზარი

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.