გადაწყვეტილებები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია

Microsoft პროდუქტები

Microsoft Teams

Macro სამყარო Micro-Soft-ებით

Microsoft Teams წარმოადგენს Microsoft 365-ის ერთ-ერთ მოქნილ ხელსაწყოს პროდუქტიულობის, კომუნიკაციის/კოლაბორაციის გაზრდისა და უსაფრთხო გარემოში მუშაობისთვის, რომელიც აერთიანებს ჩატს, ვიდეო შეხვედრებს, დოკუმენტების შენახვას, პროექტების მართვას და სხვა, მასში არსებული ფუნქციონალისა და დაინტეგრირებული აპლიკაციების მეშვეობით.

თიმსის საშუალებით, ორგანიზაციისთვისა და ინდივიდუალური მომხმარებლისთვის, პროდუქტიულობას ქმნის:

  • ერთ პლატფორმაზე არსებული სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი (დახურული; ღია; თემატური);
  • მარტივად მოძიებადი და ორგანიზებული დოკუმენტები;
  • ერთდროულად მუშაობა პროექტებსა და დოკუმენტებზე;
  • სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენება/დამატება, როგორც ჯგუფში, ასევე არხშიც (მაგალითად, პროექტების მონიტორინგისთვის – Planner, დავალებების მართვისთვის – TO DO, ყოველდღიური სამუშაოსთვის – Word/Excel/PowerPoint და სხვა);
  • Whiteboard-ის გამოყენება.

ასევე, თიმსის საშუალებით, ორგანიზაციებს გუნდურობის შესანარჩუნებლად შეუძლიათ:

  • საერთო სივრცის გამოყენება, იმისათვის რომ წაახალისონ თანამშრომლები;
  • გაცვალონ გუნდთან სიახლეები;
  • აწარმოონ სახალისო გუნდური აქტივობები (Kahoot);
  • ჩაატარონ გამოკითხვა (Poll; Forms).

უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად, Teams მოდიფიცირებული აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაცვალოთ/შეინახოთ დოკუმენტები და ჩაატაროთ შეხვედრები, ნებისმიერი ადგილიდან.

დაჯავშნე გასაუბრება

გაყიდვების გუნდი

Manager

დაჯავშნე ზარი

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.