ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია
Mobile Device Management (MDM) ტურიზმის სექტორისთვის
9 მიზეზი თუ რატომ სჭირდება თქვენს ორგანიზაციას ManageEngine Mobile Device Management.
თუ ამ გამოწვევებიდან თქვენს ორგანიზაციაში 3 მათგანს მაინც აწყდებით:
კორპორაციული მობილური მოწყობილობების შეზღუდული რესურსებით აღრიცხვა და მართვა;
უსაფრთხოების გამოწვევა, რაც გულისხმობს მობილური (პლანშეტები, ლეპტოპები, მობილურები) მოწყობილობების გადაადგილების კონტროლს.
ჰიბრიდულ გარემოში, მობილური მოწყობილობებისგან კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე;
მობილურ მოწყობილობებში ერთდროულად წარმოქმნილი სხვადასხვა ინციდენტის გადასაწყვეტად, სხვადასხვა ადგილზე ფიზიკურად მისვლის აუცილებლობა;
უსაფრთხოებისა და სხვა პოლიტიკების სწრაფად შექმნის სირთულე;
ოპერაციული სისტემების ერთიან სივრცეში მართვისა და აპლიკაციების ავტომატურად განახლების სირთულე;
კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების სერტიფიკატების გაფანტული მართვა მობილურ მოწყობილობებში;
მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებული ავტომატური რეპორტინგის სიმცირე;
მობილური მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში, ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელების საფრთხე.
მაშინ, კომპანია სინტაქსი MDM-ის საშუალებით, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს გთავაზობთ.
შეძლებთ ცენტრალიზებულად აღრიცხოთ და მართოთ:
ორგანიზაციის კორპორაციული მობილური მოწყობილობები;
Bring-your-own-device შემთხვევაში თანამშრომლების პირადი მობილური მოწყობილობები.
შეძლებთ აკონტროლოთ ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული მობილური მოწყობილობების (პლანშეტები, ლეპტოპები, მობილურები), გადაადგილება (MDM-Location Based Actions);
შეძლებთ აკონტროლოთ ორგანიზაციის მფლობელობაში არსებული მობილური მოწყობილობების (პლანშეტები, ლეპტოპები, მობილურები), წვდომის უფლებები (MDM-Conditional Access);
შეძლებთ სხვადასხვა ადგილას წარმოქმნილი პრობლემებისა და ნებისმიერი კითხვის გადაწყვეტას, თქვენთვის მოხერხებული ადგილმდებარეობიდან (Remote Control);
შეძლებთ უსაფრთხოებისა და სხვა პოლიტიკის სწრაფად შექმნასა და გავრცელებას;
შეძლებთ ავტომატურად და ერთიან სივრცეში მართოთ ოპერაციული სისტემებისა და აპლიკაციების განახლებები (მაგალითად: ძველი მოწყობილობის ოპერაციული სისტემების განახლების შეზღუდვა, რაც თავიდან აგვარიდებს განახლებისგან გამოწვეულ აპლიკაციის შეჩერებას);
შეძლებთ ერთი კონსოლიდან მართოთ თქვენი მობილური მოწყობილობების კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების სერტიფიკატები;
შეძლებთ მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებული ავტომატიზირებული რეპორტების გენერირებას (მაგალითად: ლოკაციის დეტალები და ისტორია; მობილური მოწყობილობები მოდელის მიხედვით; მობილური მოწყობილობები კონკრეტული აპლიკაციების მიხედვით და ა.შ);
შეძლებთ ორგანიზაციაში ყველა მობილური მოწყობილობებისა და მასში არსებული მონაცემების დაკარგვის, ან მოპარვის შემთხვევაში მიიღოთ შესაბამისი შეტყობინება დაუყოვნებლივ და მოახდინოთ სწრაფი რეაგირება (მაგალითად: დაბლოკოთ აპლიკაციები ან წაშალოთ მოწყობილობაში თქვენთვის სასურველი ინფორმაცია).
რომ შევაჯამოთ:
ManageEngine MDM გადაწყვეტილება აკონტროლებს მობილური მოწყობილობების აპლიკაციებს, მონაცემებს და უსაფრთხოებას ისე, რომ თანამშრომლებმა უპრობლემოდ შეძლონ მუშაობა მოწყობილობებზე.
MDM საშუალებას გაძლევთ ერთი კონსოლიდან მონიტორინგი გაუწიოთ, მართოთ და დაიცვათ თქვენს ორგანიზაციაში არსებული კორპორაციული და არა კორპორაციული მობილური