ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენს ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, იხილეთ პროდუქტებისა და სერვისების მცირე ნაწილი, რომლის შემოთავაზებაც თქვენთვის შეგვიძლია
9 მიზეზი თუ რატომ სჭირდება თქვენს ორგანიზაციას ManageEngine PAM360.
თუ ამ გამოწვევებიდან თქვენს ორგანიზაციაში 3 მათგანს მაინც აწყდებით:
ორგანიზაციის ინფრასტრუქტურაზე დაუცველი წვდომების გაცემა;
ორგანიზაციის ინფრასტრუქტურაზე დაუცველი წვდომების აღმოჩენა;
ორგანიზაციის ინფრასტრუქტურაზე დროებითი წვდომის მიმდინარეობის მენეჯმენტი (მაგ: დროის ლიმიტის, ექაუნთების, პაროლების კონტროლი);
გაცემული დროებითი წვდომების მიმდინარეობის მონიტორინგი;
გაცემული დროებითი წვდომების მიმდინარეობის ჩანაწერების არარსებობა;
სხვადასხვა ვებ-გვერდზე გადახდის სისტემების უსაფრთხოდ ინტეგრირების სირთულე ;
მომხმარებლის ქცევების უჩვეულო ცვლილებების პროაქტიური აღმოჩენა, გაცემული დროებითი წვდომის მიმდინარეობისას;
კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების სერტიფიკატების მენეჯმენტის სირთულე;
ნულოვანი ნდობის პოლიტიკის გატარების სირთულე.
მაშინ, კომპანია სინტაქსი PAM360-ის საშუალებით, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს გთავაზობთ.
შეძლებთ ორგანიზაციის ინფრასტრუქტურაზე გასცეთ დაცული წვდომები (მაგალითად, PAM360-ის დახმარებით, გარეშე პირს მისცეთ დაცული, არაპირდაპირი წვდომა თქვენს მონაცემთა ბაზის სერვერზე);
შეძლებთ ორგანიზაციის ინფრასტრუქტურაზე დაუცველი წვდომების აღმოჩენას (მაგალითად, შეიძლება აღმოაჩინოთ ადმინ ექაუნთები აქტივ დირექტორიაში, ლინუქს სერვერზე და ა.შ);
შეძლებთ გასცეთ დროებითი წვდომები (მაგალითად, გარეშე კონტრაქტორს მისცეთ უსაფრთხო დისტანციური პრივილეგირებული წვდომა 1 ან მეტი დღით);
შეძლებთ აკონტროლოთ დროებითი წვდომების გაცემისას, რემოუთ სესიის დროს, მომხმარებლის მიერ განხორციელებული ქმედებები;
თქვენ გექნებათ ყველა გაცემული წვდომების სესიების ჩანაწერები;
შეძლებთ უსაფრთხოდ გააზიაროთ API სექრეთები, რომელიც საშუალებას მისცემს თქვენს პარტნიორებს, უსაფრთხოდ მოახდინონ თავიანთ პლატფორმაზე მიწოდებული სერვისების ინტეგრაცია;
შეძლებთ სისტემისგან მიიღოთ ინფორმაცია, პრივილეგირებული მომხმარებლის არასტანდარტული ქცევის შესახებ (მაგალითად, მომხმარებელმა შესვლა სცადა თქვენს მონაცემთა ბაზაზე უჩვეულო დროს);
შეძლებთ ორგანიზებულად მართოთ სხვადასხვა ვენდორისა და თქვენი პირადი კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების სერტიფიკატები;
შეძლებთ ნულოვანი ნდობის პოლიტიკის გატარებას (მაგალითად, თქვენს თანამშრომელს მისცეთ ლინუქს სერვერზე კონკრეტული ბრძანებების განხორციელების უფლება და ა.შ).
რომ შევაჯამოთ:
ManageEngine PAM360 არის პრივილეგირებული წვდომის უსაფრთხოების გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფო უწყებას, ამოიცნონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი უმართავი, უკონტროლო და უცნობი პრივილეგირებული წვდომის გზები კრიტიკულ აქტივებზე.
PAM360 უზრუნველყოფს ცენტრალურ კონტროლს პრივილეგირებულ ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, ეს ექაუნთი ღრუბლობლოვან სისტემაშია, თუ ადგილობრივ სერვერზე.
ამგვარად, PAM360 წარმოადგენს პრივილეგირებული წვდომების უსაფრთხოების გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფს IT გუნდებს მხარდაჭერით, რათა მათ განახორციელონ მკაცრი მენეჯმენტი სხვადასხვა სახის წვდომებზე, რომელიც კრიტიკულ კორპორატიულ აქტივებზე წვდომას მოიაზრებს.