აპრილი 23, 2024

სინტაქს აკადემია, საქართველოში, PECB-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

გიზიარებთ საამაყო ინფორმაციას

დღეიდან, სინტაქს აკადემია ISO მასერტიფიცირებელი, სატრენინგო კომპანია PECB-ს წარმომადგენელია საქართველოში!

სინტაქს აკადემიის საშუალებით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, გაიაროთ დარგობრივი ტრენინგები და მიიღოთ ISO სტანდარტის სერტიფიკატები, სხვადასხვა მიმართულებით.

აკადემიაში PECB-ს მიმართულებით გახსნილი ტრენინგები წარიმართება ქართულ ენაზე და წარუძღვება სერტიფიცირებული ტრენერი; პროცესში ჩაგერთვებათ წვდომები სასწავლო და დამხმარე რესურსებზე, თქვენთვის შექმნილი პორტალიდან შეგეძლებათ ონლაინ გაიაროთ ტესტირება და მიიღოთ შესაბამისი სტანდარტის მქონე სერტიფიკატი.

“მოხარული ვართ, რომ მოგვეცა თანამშრომლობის შესაძლებლობა, რომელიც მიზნად ისახავს უწყვეტი სწავლისა და განვითარების ხელშეწყობას, ISO სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკების დანერგვითა და IT განათლების მიწოდებით, საქართველოში, რაც საშუალებას მისცემს ორგანიზაციებს, განავითარონ შესაძლებლობები კონკურენტულ ბაზარზე.” – სინტაქს აკადემიის თანადამფუძნებელი, სალომე მახარაძე.

ვრცლად, სტატიის შესახებ

Share: