ივნისი 20, 2023

ManageEngine-ს პროდუქტული ვორქშოპი სინტაქსში

20 ივნისს, ჩვენმა კომპანიამ წარმატებით უმასპინძლა ვორქშოპს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც არსებულმა პარტნიორებმა, ასევე ManageEngine-ს პროდუქტებით დაინტერესებულმა პირებმა.

ვორქშოპს უძღვებოდა ServiceDesk-ზე პასუხისმგებელი მომხმარებელთა წარმატების მენეჯერი – სანტოშ მეჰიბან (Santhosh Mahiban).

აქტივობის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • მომხმარებლის ონბორდინგის ავტომატიზაცია სერვისის კატალოგისა და ManageEngine გადაწყვეტილებების (solutions) გამოყენებით;
  • ცვლილებების მართვის პრაქტიკის გაძლიერება გაშაბლონებითა და ვიზუალური სამუშაო პროცესის შემქმნელით;
  • აქტივების მართვის მძლავრი მექანიზმის დანერგვა, რომელიც საშუალებას იძლევა იმართოს და ამავდროულად განხორციელდეს აქტივების ზემოქმედების თრექინგი CMDB-ის გამოყენებით;
  • ManageEngine-ისა და Microsoft-ის ინტეგრაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, ამასთან, ავტომატიზაციებისა და არასტანდარტული ვორქფლოუს შემქმნის გზები;
  • პროცესების ავტომატიზაცია Service Desk-ის მეშვეობით.

ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ვორქშოპში მონაწილე თითოეულ მსმენელს!

Share: