ITIL V4 Foundation კურსი წარმატებით დასრულდა

სინტაქს აკადემიაში, ITIL V4 Foundation ტრენინგი წარმატებით დასრულდა.

ორკვირიანი, ინტენსიური კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ITIL 4 OVERVIEW; THE ITIL FRAMEWORK; THE ITIL GUIDING PRINCIPLES; THE ITIL SERVICE VALUE SYSTEM; KEY ITIL PRACTICES; OTHER ITIL PRACTICES და სხვა.

ტრენინგს უძღვებოდნენ: ზაზა ჯაველიძე – ITIL & ITSM ბიზნესკონსულტანტი და გიორგი ბერიძე – ITIL სერტიფიცირებული ტრენერი.

გუნდის სახელით, გვინდა წარმატება ვუსურვოთ თითოეულ მონაწილეს!

Power BI კურსი წარმატებით დასრულდა

სინტაქს აკადემიაში, Power BI-ის ტრენინგი კომპანია “საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა” (GDL)-ის გუნდებისთვის წარმატებით დასრულდა.

ტრენინგი, სინტაქს აკადემიის, კაიზენ ინსტიტუტისა და FMG-ის კოლაბორაციით ჩატარდა.

ორკვირიანი, ინტენსიური კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ლობალური ტრენდი – ციფრული ტრანსფორმაცია; BI და მსოფლიო ბაზარი; სატესტო Power BI ბაზის მომზადება; მონაცემთა ბაზის მუშაობის პრინციპები; DAX – Power BI-ის პროგრამირების ენა; პირველი ფორმულების შედგენა DAX-ში; ფორმულების ინტეგრირება Power BI-ის ვიზუალებში; პროგრამირება DAX-ში და მონაცემთა დამუშავება და სხვა.

ტრენინგს უძღვებოდა Kaizen Institute Georgia-სა და AOTS საქართველოს თანადამფუძნებელი, TEMOS International-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, გიორგი ჯოხაძე, რომელსაც ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გუნდის სახელით, გვინდა წარმატება ვუსურვოთ თითოეულ მონაწილეს! ✊

© 2023 სინტაქსი. ყველა უფლება დაცულია.