მაისი 14, 2025
ManageEngine ServiceDesk Plus ტრენინგი წარმატებით დასრულდა – ITA
სინტაქს აკადემიაში კიდევ ერთი წარმატებული ManageEngine ServiceDesk Plus ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლები. კურსი მიზნად ისახავდა მონაწილეების ტექნიკური კომპეტენციების გაძლიერებას და IT პროცესების მართვის თანამედროვე მიდგომების პრაქტიკაში გადმოტანას.
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს ServiceDesk Plus-ის შესაძლებლობები, მათ შორის:
- ინციდენტებისა და მოთხოვნების მართვა
- პრობლემებისა და ცვლილებების პროცესების მართვა
- ITIL პრაქტიკებზე დაფუძნებული მიდგომები
- ავტომატიზაციის შესაძლებლობები
- სერვისების კატალოგის მართვა და ა.შ
კურსის მიზანი იყო მონაწილეებისთვის იმ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გადაცემა, რომლებიც მათ დაეხმარებათ სისტემის ეფექტურ გამოყენებასა და ორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესებაში.
ტრენინგს უძღვებოდა მარიამ ჭლიკაძე — კომპანია სინტაქსის IT პროექტების გუნდის ხელმძღვანელი და ManageEngine ServiceDesk Plus-ის დანერგვის სერტიფიცირებული ექსპერტი. მარიამმა მონაწილეებს გაუზიარა როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკაზე დაფუძნებული რეალური გამოცდილება, რაც დაეხმარა მათ ფუნქციონალის უკეთ გაგებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირებაში.
გუნდის სახელით, ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.



