კომპანია სინტაქსსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2025 წლის 13 მაისს IT კომპანია სინტაქსის წარმომადგენლები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის.

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ პროექტებზე მუშაობას, ასევე სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობას ტექნოლოგიების სფეროში.

ვიზიტის დროს სინტაქსის გუნდმა შეხვედრა გამართა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სკოლის დეკანთან და განიხილა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

სტუდენტებს წარედგინა სინტაქს აკადემიის საგანმანათლებლო ინიციატივა — IT in Reality, რომელიც რეალურ პროექტებზე მუშაობის გზით ეხმარება მათ, გაიღრმავონ ცოდნა და პრაქტიკული უნარები IT სფეროში.

შეხვედრის პარალელურად დაინტერესებულ სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია კურსის სილაბუსისა და შინაარსის შესახებ. მათ ადგილზევე ჰქონდათ კურსზე რეგისტრაციის შესაძლებლობა სპეციალური ბმულის საშუალებით.

სასიამოვნო სიახლეა, რომ შერჩევის ეტაპი უკვე დასრულებულია და დაკომპლექტდა პირველი ჯგუფი, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებიც მოხვდნენ. It in Reality კურსი კი 2 ივნისს დაიწყება.

ManageEngine ServiceDesk Plus ტრენინგი წარმატებით დასრულდა – ITA

სინტაქს აკადემიაში კიდევ ერთი წარმატებული ManageEngine ServiceDesk Plus ტრენინგი  ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლები. კურსი მიზნად ისახავდა მონაწილეების ტექნიკური კომპეტენციების გაძლიერებას და IT პროცესების მართვის თანამედროვე მიდგომების პრაქტიკაში გადმოტანას.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს ServiceDesk Plus-ის შესაძლებლობები, მათ შორის:

  • ინციდენტებისა და მოთხოვნების მართვა
  • პრობლემებისა და ცვლილებების პროცესების მართვა
  • ITIL პრაქტიკებზე დაფუძნებული მიდგომები
  • ავტომატიზაციის შესაძლებლობები
  • სერვისების კატალოგის მართვა და ა.შ

კურსის მიზანი იყო მონაწილეებისთვის იმ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გადაცემა, რომლებიც მათ დაეხმარებათ სისტემის ეფექტურ გამოყენებასა და ორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესებაში.

ტრენინგს უძღვებოდა მარიამ ჭლიკაძე — კომპანია სინტაქსის IT პროექტების გუნდის ხელმძღვანელი და ManageEngine ServiceDesk Plus-ის დანერგვის სერტიფიცირებული ექსპერტი. მარიამმა მონაწილეებს გაუზიარა როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკაზე დაფუძნებული რეალური გამოცდილება, რაც დაეხმარა მათ ფუნქციონალის უკეთ გაგებასა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირებაში.

გუნდის სახელით, ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

© 2023-25 Syntax. All right reserved.