IT კომპანია სინტაქსი (www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს,აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში ოპერატორის პოზიციაზე:
ჩვენ გთავაზობთ:
- პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებას;
- ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას;
- სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანიაში სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობას.
სტაჟიორს შეხება ექნება შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებთან:
- კომპანისა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების დამზადება/მიღება/დაარქივება;
- მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა/მიღება/დაარქივება;
- შიდა აქტების დამზადება/ხელმოწერა/დაარქივება;
- დებიტორებთან შედარება, შედარების აქტების დამზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიული მიმართულებით;
- ინგლისური ენა – B1.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია – ქ.თბილისი, დიღომი, ა. ბელიაშვილის 145ა;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30;
- ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში – 500 ლარი(ნეტი).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ ფორმა.
IT კომპანია “სინტაქსი” (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ გუნდში პროდუქტის სპეციალისტის პოზიციაზე ITOM (IT Operations Management) მიმართულებით.
სამუშაო პირობები:
** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
დამატებითი სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების მენეჯერებისგან მიღებული კლიენტის მოთხოვნის ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილების შერჩევა;
** ტექნიკური დავალების გარჩევა და კომპანიის პორტფელში არსებულ პროდუქტებთან შედარება;
** კლიენტზე მორგებული პროდუქტების დემო ვერსიების აწყობა კომპანიის ლაბში და კლიენტებისთვის დემონსტრირება;
** მიმართულების შესაბამის პროდუქტებზე, ტექნიკური დოკუმენტაციებისა და სერვის ფაილების მომზადება;
** კომპანიის მიერ გაყიდული პროდუქტის ინსტალაცია სერვის ფაილის საფუძველზე და საჭიროების მიხედვით კონფიგურაცია;
** კლიენტის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების მოგვარება;
** კლიენტის მხარდაჭერისთვის მწარმოებელთან კომუნიკაცია ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად ან/და ხარვეზების მოსაგვარებლად;
** მიმართულებაში ახალი პროდუქტის დამატების შემთხვევაში მისი შესწავლა და შესაბამისი გამოცდების ჩაბარება;
** პროექტების ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების ანალიზი და ჯეროვნად შესრულება დედლაინების გათვალისწინებით;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება IT მიმართულებით;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება Help Desk/საფორთის მიმართულებით;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** გუნდთან მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა.
IT კომპანია სინტაქსი (www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში:
ჩვენ გთავაზობთ:
- გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებას;
- სფეროს პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობას;
- გაყიდვების პროცესის საფუძვლიანად შესწავლას;
- ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას;
- სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას.
სტაჟიორს შეხება ექნება შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებთან:
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიური გაყიდვების პროცესში;
- პოტენციური კლიენტების მოძიება და ბაზების განახლება;
- პოტენციურ კლიენტებთან პირველადი ზარის განხორიელება და შეხვედრების ჩანიშვნა;
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ლიდების გენერირების პროცესში.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია – ქ.თბილისი, დიღომი, ა. ბელიაშვილის 145ა;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
- ანაზღაურება – 500 ლარი(ნეტი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე – hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით, ან შეავსეთ განაცხადი ჩვენს ვებ-გვერდზე.