ექსკლუზიურად კომპანია სინტაქსის მომხმარებლებისთვის, კომპანია ManageEngine-მა თბილისში უმასპინძლა სემინარს, თემაზე – “Simplify your complex IT/Endpoint management along with Intrinsic integration“.
ღონისძიებას უძღვებოდა Karthick Chandrasekar, კომპანია ManageEngine-ს პროდუქტის Unified Endpoint Management & Security სპეციალისტი, რომელმაც დეტალურად განიხილა პროდუქტის, Endpoint Central-ის ფუნქციონალი, მისი უპირატესობები და შესაძლებლობები.
სესიის განმავლობაში, მონაწილეები ჩართულნი იყვნენ დისკუსიებში, რომლებიც ტრიალებდა Endpoint Central-ის მახასიათებლების ირგვლივ, მიიღეს დეტალური ინფორმაცია, IT მენეჯმენტის პროცესების გასაუმჯობესებლად.
კომპანია სინტაქსისა და ManageEngine-ს სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ დამსწრეს, დაფასებისთვისა და აქტიური ჩართულობისათვის.